რაზე ისაუბრეს ბიძინა ივანიშვილმა და ისრაელის ელჩმა?! - კვირის პალიტრა

რაზე ისაუბრეს ბიძინა ივანიშვილმა და ისრაელის ელჩმა?!

"ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე და ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე.

„ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის 26 საუკუნოვან ურთიერთობას და ორ ერს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ურთიერთობებს. ასევე, ყურადღება დაეთმო მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დიპლომატიური გზით მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა