"იქნება საინტერესო, სახალისო და ემოციური სანახაობა" - ყველასთვის საყვარელი სერიალი ჩცდ ბრუნდება: რა სიახლეებია და რა ელოდება მაყურებელს: ინტერვიუ ირაკლი საღინაძესთან
გუშინ, გვიან საღამოს პოპულარული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების“ ოფიციალურ გვერდზე დაიდო ინფორმაცია, რომ სერიალი ბრუნდება და გუნდი მუშაობას იწყებს. მაშინვე კომენტარებით აივსო სოციალური ქსელი, ამ ინფორმაციით გახარებული მაყურებელი თავის ემოციებს გამოხატავდა:
"-არ მჯერა… ღადაობაა? გვერდი გაგიტეხეს? ფული და სპონსორები საიდან? ვინ, როგორ, რანაირად?“
"-დღეს პირველი აპრილი არაა, ხო?“
"-ქართულ ყოფას აზრი მიეცა!“
"-აუ, რა კარგი ამბავია“...
"-როგორ მენატრებოდააა“...
"-ამაზე კარგი ამბავი არც მახსოვს, როდის გავიგე“...
"-მართვის მოწმობის აღება არ გამხარებია ასე“
"-ველოდებიი“...
ამ შინაარსის კომენტარები იწერებოდა. 2.5 წლის წინ დაპაუზებული მაყურებლის საყვარელი სერიალის განახლებას, ბევრი უკვე აღარც ელოდა და შესაბამისად არც იჯერებს - ხუმრობა ჰგონიათ.
ხუმრობა არ არის, "ჩცდ“-ს შემოქმედებითი ჯგუფი აქტიური მუშაობის რეჟიმშია - მე-20 - საიუბილეო სეზონის დასაწყებად ემზადება. სერიალი, რომელსაც 15-წლიანი არსებობის ისტორია აქვს და რომელიც ასე უყვარს, მაყურებელს უბრუნდება.
Ambebi.ge სერიალის მთავარ პროდიუსერს, ირაკლი საღინაძეს ესაუბრა.
- ირაკლი, გილოცავთ. ე.ი. იწყებთ?
- კი და გადავწყვიტეთ ახალი კამპანიის დაწყება - ძალიან კონკრეტულად, ზედმეტი ინფორმაციის გარეშე. ეს გადაწყვეტილება გუშინ მივიღეთ. მორჩა, გადაწყდა, რომ ვაკეთებთ... ამაზე დიდი ხანი ვმუშაობდით, ვემზადებოდით, ვმუშაობდით სპონსორებთან, მაგრამ გუშინ დავსვით ბოლო წერტილი. როგორც კი ეს წერტილი დავსვით, მაშინვე გამოვაქვეყნეთ ეს ამბავი. გააგრძელეთ კითხვა