"დღეს ვიღიმი, მაგრამ ეს ტკივილი არ გამქრალა“ - დიანა ღურწკაიას ემოციური კომენტარი მეუღლის გარდაცვალებიდან წლების შემდეგ - კვირის პალიტრა

"დღეს ვიღიმი, მაგრამ ეს ტკივილი არ გამქრალა“ - დიანა ღურწკაიას ემოციური კომენტარი მეუღლის გარდაცვალებიდან წლების შემდეგ

მომ­ღე­რა­ლი დი­ა­ნა ღურწკა­ია მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბით გა­მოწ­ვე­ულ ტკი­ვილ­ზე ხში­რად სა­ჯა­როდ და გულ­წრფე­ლად ლა­პა­რა­კობს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წლე­ბია, რაც ის დაქვრვდა, მომ­ღე­რალს და­ნა­კარგთან შე­გუ­ე­ბა უჭირს.

ამ­ჯე­რად მან სა­კუ­თარ გან­ცდებ­ზე "რია ნო­ვოს­ტის­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა. მომ­ღერ­ლის თქმით, წლებ­მა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის და­კარ­გვით გა­მოწ­ვე­უ­ლი ტკი­ვი­ლი ვერ გა­აქ­რო, თუმ­ცა ის ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას ცდი­ლობს.

"რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ ტკი­ვი­ლის მო­შუ­შე­ბა? დიახ, დღეს ვი­ღი­მი. დიახ, შე­იძ­ლე­ბა სხვა­ნა­ი­რად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვაქ­ტი­უ­რობ­დე და ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დე, რა­საც ყო­ველ­თვის ვა­კე­თებ­დი... მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ისევ მის­თვის, ჩვე­ნი შვი­ლის­თვის უნდა გა­ვა­კე­თო. ყვე­ლას­თვის - ჩემი გა­რე­მოს­თვის, ჩემი გუნ­დის­თვის, ხალ­ხის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და მომ­ღე­რალ­მა. გააგრძელეთ