სად უფრო მაღალია ხელფასი საქართველოში: სახელმწიფო სამსახურში თუ კერძო სექტორში?! - კვირის პალიტრა

სად უფრო მაღალია ხელფასი საქართველოში: სახელმწიფო სამსახურში თუ კერძო სექტორში?!

სახელმწიფო სექტორში არსებული საშუალო თვიური ანაზღაურება კერძოსთან შედარებით, 400 ლარით ნაკლებია. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის მონაცემები.

უფრო კონკრეტულად, საქსტატის ცნობით, გასულ წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 895.4 ლარს, ხოლო არასახელმწიფო სექტორში - 2 301 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება საქმიანობის სახეებს, სახელმწიფო სექტორში ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი იყო:

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 3 727.2 ლარი;

საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 3 315.3 ლარი;

მშენებლობა - 3 138.3 ლარი.

ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი სახელმწიფო სექტორში დასაქმებულებს შემდეგ დარგებში ჰქონდათ:

ხელოვნება, გართობა და დასვენება - 1 163.9 ლარი;

განათლება - 1 337.5 ლარი;

წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 1 354 ლარი.

რაც შეეხება არასახელმწიფო სექტორში, არსებულ ხელფასებს საქმიანობების მიხედვით, ყველაზე მაღალი საშუალო ანაზღაურება 2025 წელს დაფიქსირდა:

ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4 106.7 ლარი;

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 4 056.6 ლარი;

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 3 315 ლარი.

განაგრძე კითხვა