გრანდიოზული წვეულება და ძვირადღირებული საჩუქარი დედისგან - როგორ აღნიშნა ევა ბარბაქაძემ 25 წლის იუბილე?
შორენა ბეგაშვილის ქალიშვილმა, ევა ბარბაქაძემ, 25 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა. განსაკუთრებული სიურპრიზი კი დედისგან მიიღო - შორენამ ქალიშვილს დაბადების დღეზე ბინა აჩუქა.

მსახიობმა და ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, როგორ ამზადებს გასაღებს წითელ, სასაჩუქრე ყუთში ჩასადებად. როგორც თავად შორენა ამბობს, იმ მომენტში იმდენად ნერვიულობდა, რომ ხელებიც კი უკანკალებდა.