"ყველას აჩვენეთ, რა არის ნამდვილი ქართული სული" - როგორ ეხმაურება ბერა ივანიშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას?! - კვირის პალიტრა

"ყველას აჩვენეთ, რა არის ნამდვილი ქართული სული" - როგორ ეხმაურება ბერა ივანიშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას?!

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ვაჟი ბერა "ინ­სტაგ­რამ­ზე" მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"გე­ნაც­ვა­ლეთ ბი­ჭე­ბო! ყვე­ლას აჩ­ვე­ნეთ, რა არის ნამ­დვი­ლი ქარ­თუ­ლი სული.

ჭრი­ლო­ბე­ბი შე­ხორ­ცდე­ბა, მაგ­რამ მსოფ­ლიო არას­დროს და­ი­ვი­წყებს მე­ო­რე მხა­რის სიმ­ხდა­ლეს.

კავ­კა­სი­ა­ში გვაქვს სი­ტყვა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც ზურ­გი­დან ეპა­რე­ბა მას, ვი­საც რა­ო­დე­ნობ­რი­ვად აღე­მა­ტე­ბი­ან..." - წერს ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, UFC-ის ქარ­თველ მებ­რძოლს, მე­რაბ დვა­ლიშ­ვილს, რო­მე­ლიც აბუ-და­ბი­ში მე­გო­ბარ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, თავს და­ესხნენ უს­მან ნურ­მა­გო­მე­დო­ვი და მას­თან მყო­ფი რამ­დე­ნი­მე პირი.