ბრალდებულმა ცოლ-ქმარს საცხოვრებელი ბინა მიჰყიდა, თუმცა საცხოვრებელ ფართობს არ ტოვებდა - რა ხდება ცნობილი თბილისში მომხდარ ორმაგ მკვლელობაზე? - კვირის პალიტრა

ბრალდებულმა ცოლ-ქმარს საცხოვრებელი ბინა მიჰყიდა, თუმცა საცხოვრებელ ფართობს არ ტოვებდა - რა ხდება ცნობილი თბილისში მომხდარ ორმაგ მკვლელობაზე?

თბი­ლის­ში, სა­ნა­პი­რო­ზე გერ­მა­ნუ­ლი ჰოს­პიტ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მოკ­ლუ­ლი ცოლ-ქმრის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი.

პირ­მა, რო­მელ­მაც სა­ვა­რა­უ­დოდ ცოლ-ქმა­რი მოკ­ლა, 62 წლის არის. ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა უკვე და­ა­კა­ვეს.

რო­გორც სა­ა­გენ­ტოს­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა, მოკ­ლულ ცოლ-ქმარს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა მიჰ­ყი­და, თუმ­ცა სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თობს არ ტო­ვებ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლულ ცოლ-ქმარს ის სახ­ლი­დან დღეს უნდა გა­მო­ე­სახ­ლე­ბი­ნა.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი გამ­თე­ნი­ამ­დე მუ­შა­ობ­დნენ, ასე­ვე ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და პრო­კუ­რო­რი ლე­ვან ვე­ფხვა­ძეც.