”უიღბლო” კოტე კემულარია: სისხლის სამართლის საქმეები იუსტიციის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ
ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლიდან":
სისხლის სამართლის საქმეები პრეზიდენტის მრჩევლის წინააღმდეგ, რომელიც კარგა ხანია პარიზში ცხოვრობს
"- კემულარიას მეუღლემ მეგობრებთან დაიჩივლა, სააკაშვილმა დააქცია ჩვენი ოჯახი, კოტე გულით დამიავადმყოფაო. კოტე კემულარია ამჟამდ პრეზიდენტის მრჩეველია ყარსი-ახალქალაქის მაგისტრალის მშენებლობის დარგში. ხელფასი ერიცხება წლების განმავლობაში, თუმცა სამსახურში არ დადის კარგა ხანია საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ცხოვრობს. ასე ვთქვათ, პრეზიდენტი ინახავს, რადგან მეტი გზა არა აქვს, კემულარიამ ბევრი რამ იცის ჟვანიას მკვლელობის შესახებ. ჟვანიას მკვლელობის პირველ დღეებში მიხეილ სააკაშვილს გვერდიდან არ მოსცილებია. ნახეთ იმდროინდელი სიუჟეტები და დარწმუნდებით, რომ სიმართლეს ვამბობ. კოტე კემულარია იმხანად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო და სააკაშვილს სწორედ სასამართლო სჭირდებოდა ჟვანიას დაღუპვის დეტალების ფალსიფიცირებისთვის.- იქნებ დააკონკრეტოთ, რა იცის კოტე კემულარიამ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის შესახებ?
- ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ჟვანიას მოცილებას დიდი ხნით ადრე გეგმავდა. ამიტომაც ვერ უპირისპირდება მიხეილ სააკაშვილი მას და პენსიასავით დაუნიშნა ხელფასი. პრეზიდენტსაც "გამოჭერილი" ჰყავს კოტე კემულარია მასზე სისხლის სამართლის 4 საქმეა აღძრული და თუკი კემულარია ჟვანიას შესახებ კრინტს დაძრავდა, სააკაშვილი ძველ საქმეებს ამოუქექავდა... აღსანიშნავია, რომ კემულარიას აქვს ღვინის ბიზნესიც. წილი აქვს თერჯოლის ყოფილ შამპანურის ქარხანაში, რომელსაც ამჟამად "ხარება" ჰქვია და რომელიც მოსკოვში მცხოვრებ ძმებ ხარებავების კუთვნილებაა.
მოკლედ, ჟვანიას მტრობის ხარჯზე შექმნილი კემულარია-სააკაშვილის ტანდემი მერაბიშვილის გადადგომის მოთხოვნას შეეწირა. ამ ყველაფერს კი წერტილი კი მიხეილ სააკაშვილის საფერფლემ დაუსვა. გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაკითხოს კოტე კემულარია ზურაბ ჟვანიას დაღუპვის საქმეზე."
ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში