ყირიმის ხიდს ისევ დაარტყეს - ტრამპთან და სი ძინპინთან შეხვედრაზე მყოფ პუტინს ზელენსკი ისევ „ამცირებს“...
სანამ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ჩინეთში აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპსა და ჩინეთის ლიდერს სი პინპინს ხვდებოდა,ზელენკის ბრძანებით უკრაინამ სამჯერ მიიტანა იერიში „პუტინის სიამაყესა“ და უკრაინის ოკუპაცია-ანექსიის მთავარ სიმბოლზე-ყირიმის ხიდზე...
პირველი თავდასხმა 16 ნოემბერს მოხდა - უკრაინული დრონების დარტყმის შედეგად ხიდის საავტომობილო ნაწილის ერთ-ერთი ლითონის თაღი დაზიანდა და რამდენიმე გრადუსით გადაიხარა.
მეორე თავდასხმა 17 ნოემბერს განხორციელდა- განმეორებითი, კომბინირებული სარაკეტო და დრონებით იერიშის შედეგად ხიდის მთავარი თაღი და საავტომობილო გზის მონაკვეთი მთლიანად ჩამოინგრა და ზღვაში ჩავარდა. ამ იერიშის შემდეგ ხიდის საავტომობილო ნაწილი პარალიზებულია, თუმცა რუსულმა მხარემ მოგვიანებით სარკინიგზო მიმოსვლის ნაწილობრივ აღდგენა შეძლო.
მესამე თავდასხმა 19 ნოემბერს შედგა- დღევანდელი დილის იერიშის ზუსტი შედეგები და დაზიანების მასშტაბი ჯერჯერობით უცნობია,თუმცა სამიზნე აქმდე გადარჩენილი ყირიმის რკინიგზის ხიდის თაღი უნდა ყოფილიყო.
ის, რომ უკრაინამ ოთხ დღეში სამი მასიური საჰაერო იერიში განახორციელა ყირიმის ხიდზე, მაშინ, როდესაც ამავე ხიდზე წინა სამი შეტევისთვის მას ოთხი წელი დასჭირდა, ორ რამეზე მიუთითებს:
პირველი - უკრაინის გენშტაბმა, სამხედრო დაზვერვამ და უსაფრთხოების სამსახურმა მიაგნეს ახალ ტექნიკურ საშუალებას, რომელიც მათ აღარ ხდის დამოკიდებულს ილონ მასკის „სტარლინკის“ სამხედრო თანამგზავრულ კავშირზე, რომელსაც იგივე მასკი უკრაინელ სამხედროებს გაუფრთხილებლად უზღუდავს, რითაც უშლის საბრძოლო ოპერაციების განხორციელებას, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მიერ „სტარლინკის“ ექსპლუატაციის ყოველთვიურ გადასახადს პოლონეთი მუდმივად იხდის.
SpaceX-ის სამხედრო ქსელზე (Starshield) დაწესებული შეზღუდვებისა და სიჩქარის ლიმიტების გამო (161 კმ/სთ-მდე), უკრაინულმა ძალებმა სრულად თქვეს უარი ამ სისტემაზე და დარტყმების სამართავად საკუთარი წარმოების საკომუნიკაციო სისტემა გამოიყენეს.
შორ მანძილზე (ყირიმის სრუტემდე) სიგნალის უწყვეტად გადასაცემად, უკრაინელებმა გამოიყენეს ქსელური დრონების ტექნოლოგია - ე.წ. „მფრინავი მოდემები“ და რეტრანსლატორი დრონები. ჰაერში განლაგებული ეს აპარატები ერთმანეთს სიგნალს ჯაჭვურად გადასცემდნენ, რაც ოპერატორებს საშუალებას აძლევდა, დამრტყმელი დრონები და რაკეტები რეალურ დროში ემართათ.
რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინული ძალები მიზანმიმართულად ანადგურებდნენ ყირიმსა და მიმდებარე რეგიონებში განთავსებულ რუსულ რადარებს, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებსა და სწორედ იმ რადიოელექტრონული ბრძოლის სადგურებს, რომლებსაც დრონების კავშირი უნდა ჩაეხშოთ.
მრავალეტაპიან იერიშში ჩართული იყო სხვადასხვა ტიპის უკრაინული შეიარაღება - შორი მოქმედების დრონები (Palianytsia, Ruta, FP-1) და ფრთოსანი რაკეტები (Neptune, Flamingo). ქსელური კავშირისა და წინასწარ დაპროგრამებული ნავიგაციის კომბინაციამ მათ სამიზნეზე ზუსტი დამიზნების საშუალება მისცა.
მეორე - შემთხვევითი დამთხვევა არ არის, რომ ყირიმის ხიდზე ზედიზედ სამი „გასროლა“ ზელენსკიმ სწორედ იმ დღეებში განახორციელებინა თვაის სამხედროებს,როდესაც აგრესორი ქვეყნის,რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ჩინეთში ხვდებოდა მსოფლიოს ორი ზესახელმწიფოს ლიდერს და ცდილობდა ისინი დაერწმუნებინა,რომ უკრინაში ომს იგებს და მას ხელლი არ შეუშალონ...
და იმის ფონზე, როდესაც უკრაინული კამიკაძე-დრონები და ფრთოსანი რაკეტები ზედიზედ სამჯერ აფეთქებენ რუსეთისთვის ისეთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს, როგორსაც რუსეთიდან ანექსირებულ ყირიმთან დამაკავშირებელი საავტომობილო და სარკინიგზო ხიდები წარმოადგენენ, კრემლის ბინადარს ამერიკელ და ჩინელ კოლეგებთან სერიოზულად დაამცირებდა...