სანამ ნატო უკრაინული დრონების აფეთქებულ რუსულ გემზე ხანძარს აქრობდა, უკრაინულმა კამიკაძე-კატარღებმა ხმელთაშუა ზღვაში რუსული სარაკეტო კორვეტიც ააფეთქეს... - კვირის პალიტრა

სანამ ნატო უკრაინული დრონების აფეთქებულ რუსულ გემზე ხანძარს აქრობდა, უკრაინულმა კამიკაძე-კატარღებმა ხმელთაშუა ზღვაში რუსული სარაკეტო კორვეტიც ააფეთქეს...

ის, რომ უკრაინა სისტემატურად ესხმის თავს აზოვისა და შავ ზღვაში რუსულ სამხედრო ხომალდებსა და ტანკერებს, აღარავის აკვირვებს, ისევე როგორც უკრაინული შორსმფრენი კამიკაძე-დრონების პერიოდული შეტევები რუსეთის კასპიის ზღვის ფლოტილიის სამხედრო ხომალდებზე, რასაც ბოლო დღეებში დაემატა უკვე ფინეთის ყურეში რუსეთის ბალტიის ზღვის ხომალდებზე წერტილოვანი საჰაერო იერიშებიც...

გუშინ კი საქმე კომიკურ სიტუაციამდე მივიდა, რადგან სამი უკრაინული საჰაერო კამიკაძე-დრონის შეტევის შედეგად ძლიერი ხანძარი გაუჩნდა რუსულ სატვირთო გემს „სპარტა II“-ს, რომელზეც ცეცხლს მეორე დღეა რუსული მაშველი გემების გარდა...ნატოს წევრი ფინეთისა და ესტონეთის საპატრულო კატარღებიდანაც კი აქრობენ...

1-merkuri-1795369490.jpg
რუსული უახლესი სარაკეტო კორვეტი „მერკური“,რომელიც უკრაინული კამიკაძე-კატარღების სამიზნე გახდა...

რუსული სატვირთო გემი „სპარტა II“-ი დიდი ხანია „შემჩნეულია“ სანკტ-პეტერბურგის პორტებიდან ხმელთაშუა ზღვაში ლიბიის ბენღაზის პორტში რუსული შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების გადაზიდვაში,აფრიკის რიგ ქვეყნებში(მალი,ბურკინა-ფასო,ნიგერი)მოქმედი რუსული „აფრიკული კორპუსის“ მებრძოლებისთვის.

ამიტომაც გასაგებია, თუ რატომ გახდა უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან ათასი კმ-ით დაშორებულ ფინეთის ყურეში მცურავი, კონკრეტულად ეს რუსული სატვირთო გემი უკრაინული დრონების საკბილო...

მაგრამ, უკრაინელებმა ესეც არ „აკმარეს“ აგრესორ რუსეთს და თავის სამხრეთ საზღვრიდან 2 ათას კმ-ზე დაშორებულ ბენღაზის პორტში, რომელიც ლიბიის ხმელთშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, ააგიზგიზეს (ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით) უახლესი რუსული სარაკეტო კორვეტი „მერკური“...

2-merkuri-1795369490.jpg
ლიბიის ბენღაზის პორტის ნავმისადგომთან რუსული „მერკურის“ აფეთქების მომენტი...

22 ნოემბრის საღამოს ბენღაზის პორტში ნავმისადგომთან მდგარ რუსულ „მერკურს“(რომელიც რუსეთიდან ლიბიაში სამხედრო ტექნიკის გადამზიდავ რუსულ სატვირთო გემებს აცილებდა) უეკიპაჟო კამიკაძე-კატარღებმა შეუტიეს, მის გემბანს დაეჯახნენ და აფეთქდნენ,რამაც ამ რუსულ სამხედრო ხომალდზე მეორადი აფეთქებების სერია გამოიწვია(რაც კარგად ჩანს თვითმხილველების გავრცელებულ ვიდეოკადრებში) და ამ სტრიქონების დაწერის მომენტისთვის,ალბათ უკვე ჩაძირულიცაა ბენღაზის პორტში...

ის,რომ რუსულ „მერკურს“ სწორედ უკრაინულმა კამიკაძე-კატარღებმა შეუტიეს,ამაში ეჭვის შეტანაც არ ღირს,რადგან მსგავსი საზღვაო-სადივერსიო ოპერაციები უკრაინის სპეცსამსახურებს აქამდეც არაერთხელ ჩაუტარებიათ ხმელთაშუა ზღვაში,გავიხსენოთ თუნდაც 2024 წლის 23 დეკემბერს ესპანეთსა და ალჟირს შორის აფეთქებული და შემდეგ ჩაძირული დიდი რუსული სატვირთო გემი Ursa Major-ი, რომელსაც ჩრდილოეთ კორეაში მალულად გადაჰქონდა წყალქვეშა ნავზე დასამონტაჟებელი ორი ატომური რეაქტორის კორპუსი და თხევადი ბუნებრივი აირის მზიდი რუსული ტანკერი Arctic Metagaz-ი,რომელიც 2026 წლის 3 მარტს ლიბიის სანაპიროსთან ააფეთქეს...

22 ნოემბერს ლიბიის ბენღაზის პორტში აფეთქებული „მერკური“ რუსეთის სამხედრო ფლოტისთვის უახლეს სამხედრო ხომალდს წარმოადგენდა,რადგან ის შეიარარებაში მხოლოდ სამი წლის წინ მიიღეს და წესით რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში უნდა შესულიყო,მაგრამ იმის გამო,რომ თურქეთმა მონტროს 1936 წლის საზღვაო კონვენციის თანახმად ჩაკეტა ბოსფორის სრუტე მეომარი ქვეყნების სამხედრო ხომალდების შავ ზღვაში შესასვლელად, „მერკურსაც“ მოუწია რუსეთის ბალტიის ზღვის ფლოტის შემადგენლობაში დარჩენა, თუმცა მცირეხნიანი „მოღვაწეობა“ ხმელთშუა ზღვის ფსკერზე დაამთავრა...

3-merkuriiiii-1795369489.png
კურიოზული სიტუაცია,როდესაც უკრაინული დრონების მიერ ფინეთის ყურეში აფეთქებულ რუსულ სატვირთო გემ „სპარტა II“-ზე გაჩენილ ხანძარს...ნატოს წევრი ფინეთისა და ესტონეთის მეზღვაურებიც აქრობენ...

20380 პროექტის „მერკური“ სანაპირო ზონებში წყალქვეშა ნავების, წყალზედა ხომალდებისა და საჰაერო სამიზნეების წინააღმდეგ საბრძოლველად, ასევე საზღვაო პატრულირებისთვის შეიქმნა,მაგრამ როგორც ხედავთ ვერც ამან უშველა...

104,5 მ სიგრძისა 2 200 მაქსიმალური წყალწყვის „მერკურის“ ცურვის მაქსიმალური სიჩქარე 27 კვანძს(50 კმ/სთ-მდე) შეადგენდა და მის ეკიპაჟში 100 მეზღვაური იყო.

„მერკურის“ მთავარ შეიარაღებას „ურანის“ ტიპის რვა ფრთოსანი რაკეტა,ერთი 100 მმ კალიბრის უნივერსალური ქვემეხი,ორი 30 მმ კალიბრის ექვსლულიანი ავტომატური საზენიტო ქვემეხი,ორი ოთხმილიანი სატორპედო აპარატი და ერთი შვეულმფრენი წარმოადგენდა.

„მერკურის“ დაკარგვა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება...

ვიდეო: ბენღაზის პორტში უკრაინული კამიკაძე-კატარღების შეტევების შემდეგ, რუსული სარაკეტო კორვეტის „მერკურის“ გემბანზე მეორადი აფეთქებების სერია გრძელდება...