"სტენფორდის ექსპერიმენტი" ქართულად - რა სქემას იყენებდნენ პატიმრების წამებისას ქართულ ციხეებში? - კვირის პალიტრა

"სტენფორდის ექსპერიმენტი" ქართულად - რა სქემას იყენებდნენ პატიმრების წამებისას ქართულ ციხეებში?

ამ მასალებს წლების განმავლობაში გრიფით "საიდუმლო" ედო. ეს გახლავთ ინსტრუქცია ვიდეოფაილების სახით - ე.წ. "გაიდლაინები", რომლის მიხედვით ხდებოდა ციხეებში პატიმრების ცემა, წამება და გაუპატიურება. ეს ინსტრუქციები "კვირის პალიტრამ" ექსკლუზიურად მოიპოვა. წყაროს თანახმად, ისინი მოთავსებული იყო ციხის რეჟიმის უფროსების სეიფში, ხოლო სრული პაკეტი ციხის უფროსებისა და მინისტრების - შაშკინის, ახალაიას და კალმახელიძის ხელში.

"როდესაც ამ კადრებს ვუყურებ, მიჩნდება კითხვა - რომელი ადამიანის თავში შეიძლება მომწიფებულიყო ეს უზნეობა და სადამდე შეიძლება წავიდეს ფანტაზია ამ საშინელების ინსცენირებაში" - ეს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის სიტყვებია. მიუხედავად ამისა, საზოგადოებას ჯერ კიდევ არაფერი სმენია სტენფორდის ქართულ პროექტზე. თუმცა არიან ადამიანები, ვისაც შეუძლია ამ საქმეს ნათელი მოჰფინონ. ერთ-ერთი მათგანი პოლიტპატიმარ და ნატოს ჯაშუშად მონათლული ვახტანგ მაისაიას ადვოკატია.

ნათია კორკოტაძე (ვახტანგ მაისაიას ადვოკატი):

- იმდენად, რამდენადაც ბოლო დროს მე მიხდებოდა უამრავი პოლიტპატიმრის დაცვა, ძალიან გულდასმით შევისწავლე ეს საკითხი და საქმე ბევრად სერიოზულადაა, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. დიდ ხანს ვფიქრობდი, იმის შესახებ, გადმომეცა თუ არა თქვენთვის ეს მასალები. ციხის ჯალათებს არაფერი მოუგონიათ და წამების ეს ხერხები ნამდვილად არ არის მათი ფანტაზიის ნაყოფი. ისინი მოქმედებდნენ სრულიად მიზანმიმართულად და კონკრეტული მოტივით. არც ის ეგონოს ვინმეს, რომელიმემ ამის შესახებ არ იცოდა. როგორ შეიძლება არ სცოდნოდთ, როცა ანალოგიური სცენარი ვითარდებოდა აბუ-გრეიბში, მილგრემში, კოსტა-ბლანკაში და ბოლოს საქართველოში. აქ არ არის საუბარი მხოლოდ პატიმართა წამებაზე. სხვადასხვა დროს პატიმრებს აწამებდნენ ყველა ციხეში. მაგრამ ეს სულ სხვა თემაა. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ჩამოთვლილ ციხეებში ზედამხედვეელები მოქმედებენ ერთი და იგივე სცენარით, წამების ერთი და იგივე მეთოდებს იყენებდნენ, სიტყვებს ერთი და იგივეს იძახიან და ჩაცმულობაც კი საერთო აქვთ. არც მათგანში არ არის გადახვევა. პატიმრების კედლებთან დაყენებისა, დაბმის, ცემის და გაუპატიურების მეთოდებიც კი ერთნაირია.

- პატიმართა წამების რა გზამკვლევზე საუბრობთ, რაიმე წიგნი არსებობს ამის შესახებ?

- გრიფით "საიდუმლო" ვიდეოფაილებია, ე.წ. გაიდლაინები. სტენფორდის პროექტის შესახებ გაგიგიათ რამე?! თავად ამ პროექტის ავტორმა მას "ლუციფერის ეფექტი" უწოდა, 1971 წელს კი აშშ-ს საზღვაო-სამხედრო ფლოტმა გრიფით "საიდუმლო" დაადო მას და პროექტის დეტალების გახმაურება აკრძალა. 1971 წელს აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხელმძღვანელობამ სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ კათედრას შეუკვეთა პროექტი. ექსპერიმენტის მიზანი იყო შემუშავებულიყო ის მექანიზმი, თუ რა პირობებში შეუძლია ნებისმიერ ადამიანს გადაიქცეს სრულიად კონტროლირებად ინდივიდად. ექსპერიმენტს სათავეში ჩაუდგა ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი ფილიპ ზიმბარდო. საცდელი პირების მოსაძებნად ზიმბარდომ უნივერსიტეტის ჟურნალში განცხადება გამოაქვეყნა: ,,ვეძებთ სტუდენტებს ექსპერიმენტისათვის – "ციხეში ცხოვრების იმიტირება". გასამრჯელო - 15 დოლარი დღეში. ხანგრძლივობა: 2 კვირა". მთელი რიგი სამედიცინო და ფსიქოლოგიური გამოკვლევების შემდეგ, ზიმბარდომ აიყვანა 24 სულიერად და ფიზიკურად ჯანმრთელი ახალგაზრდა. ეს ახალგაზრდები იყვნენ კარგი ოჯახის შვილები, განათლებულები, განსაკუთრებული კეთილშობილებით გამორჩეულნი და მოყვასისთვის თავის გაწირვისთვის მზად. ეს თვისებები მათ დაუდგინდათ მთელი რიგი ფსიქოლოგიური ტესტირებების გავლის შემდეგ და ასე და ამრიგად, სწორედ ამ მახასიათებლებით შეირჩა 24 სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტი. ეს სტუდენტები სრულიად უსისტემოდ, კენჭისყრით სამ ჯგუფად დაყვეს - 9 პატიმარი, 9 მცველი და 6 შემცვლელი. მე მოგიმზადეთ ამ პროექტის თარგმნილი ვარიანტი, 2005 წელს, აბუ გრეიბში გათამაშებული ტრაგედიის შემდეგ ზიმბარდომ თავად გაახმოვანა გრიფით "საიდუმლო" ვიდეოჩანაწერები, ასე გახდა იგი ცნობილი მსოფლიოსთვის. ანუ ახალს არაფერს გეუბნებით. უცნაური ის არის, აქამდე როგორ არ მ\იაქცია საქართველოს ხელისუფლებამ ამას ყურადღება. თუ გაქვთ შესაძლებლობა, გამოაქვეყნეთ ამ მასალების ნაწილი მაინც. საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე. უნდა გაიგოს ერთხელ და სამუდამოდ, რა ხდებოდა სინამდვილეში ქართულ ციხეებში.

სტენფორდის პროექტი. გრიფით "საიდუმლო" მასალებიდან:

"1971 წელი. კვირა, 14 აგვისტო. წინა საღამოს ზიმბარდო ზედამხედველებს მითითებას აძლევს: შეინარჩუნონ წესრიგი ფიზიკური ძალადობის გარეშე. ამ კვირა დილას ისინი მზად არიან პატიმრების ,,მისაღებად", რომლებსაც აცვიათ მხოლოდ თეთრი ნომრიანი პერანგი და არ აცვიათ საცვლები. ასე გადაწყვიტეს ზედამხედველებმა. ზიმბარდო გაოგნებულია - არ ჩააცვა კაცს საცვალი და მხოლოდ ქალივით პერანგის ამარა იარო, ვის უნდა მოივიდეს ეს თავში? თუმცა სტუდენტი-ზედამხედველების ამ გადაწყვეტილებაში არ ერევა. იმავე დღეს, ზედამხედველები ართმევენ პატიმრებს სახელებს და მათ აღარ ჰქვიათ დევიდი ან ჯონი, ისინი არიან პატიმარი ,#3401 ან #5704. ფეხის კოჭზე მობმული აქვთ ჯაჭვი. ესეც სტუდენტი- ზედამხედველების იდეაა.

ორშაბათი, 15 აგვისტო. მცველებმა დაიწყეს პატიმრების დასჯა. პროფესორის მითითებების მიუხედავად, რომ პატიმრებზე არ განახორციელონ ზეწოლა, წამოყარეს პატიმრები ღამით საწოლებიდან და 30-30 აჭიმვა გააკეთებინეს... არაფრის გამო. ამის შემდეგ მისცეს დაწოლის უფლება, მაგრამ ნახევარი საათის შემდეგ ისევ წამოყარეს და ვირობანა ათამაშეს. უსაცვლებოდ ერთმანეთს ახტებოდნენ. ერთ-ერთ ზედამხედველს თავში მოუვიდა მოიტანოს ფოტოაპარატი და ეს ყველაფერი გადაიღოს. ნელ-ნელა დაძაბულობა მატულობს და დილას პატიმრები თავიანთ კამერებში ბარიკადებს აწყობენ... ღამით ვირობანას გამო. საპასუხოდ ზედამხედველები პატიმრებს საკნებში მიათრევენ და ჯაჭვებით აბამენ. შემდეგ თავიანთ საწოლებზე მიჯაჭვულ პატიმრებს წუწავენ ცეცხლსაქრობით. ექსპერიმენტის მხოლოდ მეორე დღეა. ერთიან სველ პატიმრებს კარცერში აგდბენ საღამომდე. ეს უკვე ზედმეტია #8612-სთვის: ,,მე მეტი აღარ შემიძლია!"-ღრიალებს და ექსპერიმენტიდან გასვლას ითხოვს. ზიმბარდო კამერების წინ ენაჩავარდნილი ზის და არ იცის, რა იფიქროს: ყველაფერი სწრაფად ვითარდება. გადაწყვეტს, რომ #8612-მა დატოვოს ექსპერიმენტი.

სამშაბათი, 16 აგვისტო. საკანი ნამდვილი საღორეა, ვინაიდან აჯანყებულების დასასჯელად ზედამხედველებმა აუკრძალეს პატიმრებს ტუალეტში შესვლა. ისინიც იძულებულები არიან ისარგებლონ საკუთარი კამერით და იქ მოისაქმონ. ზიმბარდოსთან ზედამხედველების დელეგაცია მიდი-მოდის და ცდილობენ დაარწმუნონ იგი, რომ გათავისუფლებული პატიმარი შეეცდება გააპაროს თავის მეგობრები და ჩაშალოს ექსპერიმენტი. ამიტომ ზიმბარდომ ის განთავისუფლებული პატიმარი სასწრაფოდ უნდა დააბრუნოს უკან და კარცერში (ანუ სარდაფის ტუალეტში) ჩაკეტოს. ატმოსფერო პარანოიდულია.

ოთხშაბათი, 17 აგვისტო. ზედამხედველები სულ უფრო დიდ ფანტაზიას იჩენენ თავიანთი სანქციების გატარებაში. კერძოდ, ისინი აიძულებენ პატიმრებს ვირობანას თამაშს უკვე პერანგების და საცვლების გარეშე. იმის გამო, რომ ზიმბარდომ მცველებს აუკრძალა სამონტაჟო ოთახში შესვლა (წინა დღეს დილით ადრე მოსულმა ზიმბარდომ შეუსწრო ორ მცველს, რომლებიც ჩანაწერს უკან ახვევდნენ და რაღაცაზე ხარხარებდნენ), ზედამხედველებს თვითონ მოაქვთ კამერები და უსაცვლებოდ ვირობანას მოთამაშე პატიმრებს უღებენ. ხოლო იმისთვის, რომ პატიმრებმა ერთმანეთი არ დაინახონ, თავზე აცმევენ გადაჭრილ ტომრებს. ახალ პატიმარს, #127-ს, საშინელი ნერვული შეტევა ემართება. მთელს სხეულზე გამონაყარი აღენიშნება. იმავე საღამოს ორ პატიმარს კრუნჩვები ემართებათ. ზიმბარდო ამჯერად უყოყმანოდ ათავისუფლებს მათ. ორი წარუმატებლობა სამ დღეში! და მაინც, ეს არ არყევს მკვლევარის შემართებას. მას აინტერესებს - სადამდე შეუძლიათ მივიდნენ ექსპერიმენტის მონაწილეები, რომელიც პირადად მან, საუკეთესო ფსიქოლოგმა სწორედ კეთილშობილური თვისებების მიხედვით შეარჩია.

ხუთშაბათი, 18 აგვისტო. მრავალჯერადი უსამართლო დასჯის შემდეგ ორი ახალი პატიმარი, უკიდურესაც განერვიულებულია და გაშვებას ითხოვს. მაგრამ ზიმბარდო მაინც არ ფიქრობს ექსპერიმენტის შეწყვეტას, სანამ ზედამხედველების ახალი გამოგონების შესახებ არ გაიგებს: ისინი აიძულებენ პატიმრებს, მიბაძონ ცხოველებს შეწყვილებისას. ანუ ორი მამაკაცი როგორც ცხოველები ისე უნდა მოქცეულიყვნენ შეწყვილების დროს. პატიმრები არ ემორჩილებიან, ამიტომ ერთს აწვენენ მუცელზე და მეორე პატიმარს აიძულელებენ შეუდგეს საქმეს, როგორც დამირალი (მაკაკას სახეობა). ამ მიზეზით ერთი პატიმარი გაიწია მცველზე, რაზეც იგი წამოაქციეს და მეორე პატიმარს აიძულებდნენ გაეუპატიუებინა იგი იატაკის საწმენდი ჯოხით, ამჯერად ყოველგვარი ინსცენირების გარეშე. ძალადობა ზღვარს გადავიდა! ზიმბარდო შოკშია მაკონტროლებელი ეკრანის წინ. მეორე დილასვე ის საცდელ პირებს აცნობებს ექსპერიმენტის დასრულების შესახებ. ეს ხდება 9 დღით ადრე, ვიდრე ნავარაუდევი იყო! მაგრამ აქ ხდება სასწაული - ზედამხედველების დელეგაცია მიდის ზიმბარდოსთან და ხელშეკრულებას ცხვირწინ უფრიალებენ, რომ მას არ აქვს ექსპერიმენტის ჩაშლის უფლება. რომ ისინი არსად არ წავლენ, სანამ ციხეში წესრიგს არ აღადგნენ და ამ კრიმინალებს და მკვლელებს (პატიმარ-სტუდენტებზეა საუბარი) ჭკუას არ ასწავლიან.

ექსპერიმენტის მეათე დღეს დაიწყო პატიმართა სისტემატური, ყოველდღიური ცემა. ზიმბარდო ზედამხედველებს იბარებს თავის ოთახში, მაგრამ უამრავი გასამართლებელი საბუთიც გაჩნდა: ,,პატიმარმა შეურაცხყოფა მომაყენა", ,,ეს ჩემი მოვალეობაა, ამაში მიხდიან ხელფასს", ,,ეს ექსპერიმენტისათვისაა საჭირო". და ბოლოს, რატომ შევწყვიტოთ, როცა არავინაა წინააღმდეგი, არც კოლეგები, არც შტაბი? ზიმბარდო იძულებულია შტაბიდან სამხედროები გამოიძახოს მათ შესაჩერებლად. ერთი კვირა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩვეულებრივი 9 სტუდენტისგან 9 სასტიკი ზედამხედველი დამდგარიყო. ზიმბარდოსთვის ეს ფეთქებადი კოქტეილის შედეგია. ექვსი პატიმარი გადაყვანილია საავადმყოფოში. ერთ-ერთმა ზედამხედველმა აღიარა, რომ ღამით, როდესაც კამერებზე არაფერი ჩანდა, ისინი შედიოდნენ საკნებში და პატიმრებს სცემდნენ. ექსპერიმენტის მთელი შედეგები ვიდეოჩანაწერებით გადაეგზავნა აშშ-ს საზღვაო-სამხედრო შტაბს. ჩანაწერებს დაედოთ გრიფით "საიდუმლო" და იგივენაირად დაიგრიფა ზიმბარდოს დასკვნა.

(* სურათზე ასახულია აბუ-ღრეიბელი პატიმარი, რომელიც წამებისგან ჭკუიდან შეიშალა)

2004 წელს აბუ-გრეიბის მოვლენების შემდეგ, ეს დასკვნა თავად გაახმაურა ზიმბარდომ. სი-ენ-ენმა და ბი-ბი-სიმ გაავრცელეს კადრები, სადაც ნაჩვენები იყო როგორ აწამებდნენ პატიმრებს აბუ-გრეიბის ციხეში. ამონარიდის ფილიპ ზიმბარდოს ინტერვიუდან - "ჯერ მეგონა, რომ ეს ეს იყო ის კადრები, რაც მე გადავეცი საზღვაო-სამხედრო შტაბს. ყველაფერი იგივე იყო - სრულიად იდენტური ვიდეომასალა. სასწრაფოდ ჩავფრინდი ერაყში და იქ აბუ-გრეიბის ციხის უფროს ვილიამსთან მოვითხოვე შეხვედრა, რომელიც იმ დროს დაპატიმრებული იყო და ციხეში ჰყავდათ მოთავსებული. ის, რაც მან მომიყვა, რომ სპეციალური გაიდლაინებით მოქმდებდა, სადაც პატიმართან მოპყრობის გრაფიკული ვიდეოინსტრუქცია იყო მოყვანილი, რომ ეს ვიდეოინსტრუქცია გაამრავლა და რეჟიმის უფროსებს დაურიგა. ისინი ზუსტად უნდა მიჰყოლოდნენ ამ ვიდეოინსტრუქციას და შესრულებული სამუშაოზე კონტროლი კი თვითონ ვილიამსს ევალებოდა. ეს იყო ჩემი ექსპერიმენტის შედეგები, რაც ჩემთვის შოკისმომგვრელი გახლდათ. 2007 წელს მე სასამართლოში სარჩელი შევიტანე კონკრეტული პირებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ვისაც 1971 წელს გადავუგზავნე ეს მასალები. 2006 წელს კი მე თავად ავხადე მათ გრიფი და ვუწოდე ჩემს ნაშრომს "ლუციფერის ეფექტი".

რა არის ლუციფერის ეფექტი? ავტორიტეტული ფიგურა, ამ შემთხვევაში მეცნიერი ასახელებს ,,კარგებსა" და ,,ცუდებს". შემდეგ ,,ცუდებს" არაადამიანურად ექცევიან: ართმევენ სახელებს, რათა მხოლოდ ნომრებით მიმართონ და დააბან როგორც ცხოველები. ,,კარგებს" კი პირიქით, იარაღსა და ძალაუფლებას აძლევენ. როგორც კი ფორმას ჩაიცვამ და მოგეცემათ როლი, განდობენ ზედამხედველობას, თქვენ აღარ ხართ იგივე პიროვნება. თქვენ უნდა იმოქმედოთ თქვენი ფორმის შესაბამისად". ამას ემატება სამი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება. პირველ რიგში, ეს არის იზოლაცია. უცხო მზერისგან შორს ჩვენ უფრო თავისუფლად ვმოქმედებთ. მეორე, ჯგუფური ეფექტი. ზოგიერთს უნდა ლიდერად იქცეს და სულ უფრო დიდ სისასტიკეს იჩენს. სხვები ემორჩილებიან მას ან ჩუმდებიან. ისინი მზად არიან ინტეგრაციისთვის ნებისმიერ ფასად. და ბოლოს, მოწყენილობა: ამ გამოცარიელებულ სამყაროში სხვას აწამებენ საკუთარი თავის გასართობად.

ნახა თუ არა ზიმბარდომ გლდანის ციხეში გადაღებული კადრები? აშშ-ს ქართული დიასპორის წარმომადგენელი ემილ ნოზაძე შეგვპირდა ფილიპ ზიმბარდოსთან ინტერვიუს, რომელიც დღეს იელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრას ხელმძღვანელობს. ნუთუ ზიმბარდოს მიერ დაყენებული საკითხი ამდენ ეჭვს უნდა იწვევდეს? ნუთუ თითოეული ჩვენგანი ასეთ სიტუაციაში ასეთი სისასტიკის ჩადენას შეძლებდა? გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ბუნებით კარგები ვართ და ვერაფერი გვაიძულებს სისასტიკის ჩადენას. ზიმბარდოს აზრით, ეს საშიშიცაა: ,,თუ თვალს დავხუჭავთ იმაზე, რომ გარკვეულ პირობებში ჩვენც შეგვიძლია სისასტიკის ჩადენა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბოროტი ძალების ხელში აღმოვჩნდით", ამბობს მეცნიერი. თუკი, პირიქით, ვაღიარებთ, რომ ბოროტება გადამდებია, ჩვენ უფრო ფხიზლად ვიქნებით და უფრო კარგად შევძლებთ მისგან თავის დაღწევას. ილუზიებს ნუ შეიქმნით. ყველა ჩვენგანს შეუძლია იქცეს მოძალადედ და მოსთხოვოს პატიმარს ცხოველთა შეწყვილების ინსცენირება. თქვენც და მეც!"

თამარ როსტიაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეორეპორტაჟები:

-"მთვრალმა ახალაიამ "დუბინკით" სცემა მწოლიარე ავადმყოფი" - პატიმრის დედა ყოფილი შს მინისტრის დასჯას ითხოვს

- ბაჩო ახალაიას პირადი დაკვეთით, თეთრაძე გაუპატიურებისას შემოაკვდათ - ვლადიმერ ბედუკაძე

-"არ ნახოთ პატიმრები, მოგიკლავენ!" - ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულის მეუღლის სულისშემძვრელი ინტერვიუ