ილია მეორე - დარწმუნებული ვარ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები გამოსწორდება - კვირის პალიტრა

ილია მეორე - დარწმუნებული ვარ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები გამოსწორდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II დარწმუნებულია, რომ რუსეთის ურთიერთობები გაუმჯობესდება და რუსეთიც და საქართველოც საკმაო სიბრძნეს გამოიჩენენ, რათა წარსულის შეცდომა გამოასწორონ და ძმური ურთიერთობები აღადგინონ - ამ ინფორმაციას რუსული სააგენტო ”ინტერფაქსი” ავრცელებს.

"ის, რაც მოხდა, არც საქართველოს ბრალია და არც რუსეთის, რომ აღარაფერი ვთქვათ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. რაც მოხდა, კონკრეტული პიროვნებების ბრალია. საქართველოსა და რუსეთს შორის მარადიული სიყვარული იარსებებს" - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ცნობილი მოქანდაკე ზურაბ წერეთლის სახელოსნოს მონახულებისას მოსკოვში.

პატრიარქის ვიზიტს ასევე ესწრებოდა რუსეთის ყოფილი პრემიერი, აკადემიკოსი ევგენი პრიმაკოვი, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  თუ საქართველოსა და რუსეთს ურთიერთობების ნორმალიზება სურთ, მათ მოუწევთ შემხვედრი ნაბიჯები გადადგან.