კატასტროფა ჰორმუზის სრუტეში - ტანკერები საზღვაო ნაღმებს შეეჯახნენ და აფეთქდნენ - კვირის პალიტრა

კატასტროფა ჰორმუზის სრუტეში - ტანკერები საზღვაო ნაღმებს შეეჯახნენ და აფეთქდნენ

ჰორმუზის სრუტეში, ორი ნავთობტანკერი საზღვაო ნაღმებს შეეჯახა, რის შედეგადაც ისინი აფეთქდნენ და ცეცხლი წაეკიდათ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გემები ცდილობდნენ, წყლის გზაზე არასანქცირებული მარშრუტით გაევლოთ.

ამასთან, ცალკეულ განცხადებაში, ირანის არმიის პრესსპიკერმა მოჰამად აკრამინიამ აღნიშნა, რომ სრუტეზე მეთვალყურეობისა და კონტროლის გასაძლიერებლად, სამხედროებმა ახალი სისტემები განათავსეს, არსებულები კი - განაახლეს. მისი თქმით, გემები, რომლებიც ირანულ ძალებთან კოორდინაციის გარეშე ცდილობდნენ სრუტის გავლას, ბოლო კვირების განმავლობაში გაზრდილი რისკების წინაშე აღმოჩნდნენ და ნაღმებს წააწყდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა