ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ მრავალწლიანი სასამართლო დავა დაასრულეს - რა შეთანხმებას მიაღწიეს ყოფილმა მეუღლეებმა?! - კვირის პალიტრა

ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ მრავალწლიანი სასამართლო დავა დაასრულეს - რა შეთანხმებას მიაღწიეს ყოფილმა მეუღლეებმა?!

ბრედ პიტ­მა და ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლიმ ფრან­გუ­ლი ღვი­ნის ქარ­ხნის, Château Miraval-ის გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე მრა­ვალ­წლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო დავა და­ას­რუ­ლეს. ყო­ფილ­მა მე­უღ­ლე­ებ­მა შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ეს და საქ­მის სა­სა­მარ­თლოს გა­რე­შე მოგ­ვა­რე­ბა გა­და­წყვი­ტეს.

ოთხშა­ბათს Page Six-ის­თვის გაგ­ზავ­ნილ ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში მსა­ხი­ო­ბებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს, რომ დავა დას­რუ­ლე­ბუ­ლია.

"ჩვე­ნი ოჯა­ხის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლოს გა­რე­შე შევ­თან­ხმდით. ამ სა­კი­თხზე და­მა­ტე­ბით კო­მენ­ტარს აღარ გა­ვა­კე­თებთ. მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც თით­ქოს ჩვენს წყა­რო­ებს ან ჩვენ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ პი­რებს ეკუთ­ვნით, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­თან­ხმე­ბის დე­ტა­ლე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

2011-shows-un-special-envoy-147482234-43ae51-39829-1795680163.webp

62 წლის ბრედ პიტ­სა და 51 წლის ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის შო­რის უთან­ხმო­ე­ბა ღვი­ნის ქარ­ხნის გამო 2016 წელს და­ი­წყო. ყო­ფილ­მა წყვილ­მა Château Miraval 2008 წელს შე­ი­ძი­ნა. 2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში პიტ­მა ჯო­ლის უჩივ­ლა. მსა­ხი­ო­ბის მტკი­ცე­ბით, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად, არ­ცერთ მათ­განს არ ჰქონ­და უფ­ლე­ბა, მე­ო­რე მხა­რის თან­ხმო­ბის გა­რე­შე გა­ე­ყი­და ქო­ნე­ბა­ში სა­კუ­თა­რი წილი. პი­ტის თქმით, ჯო­ლიმ ეს შე­თან­ხმე­ბა და­არ­ღვია და თა­ვი­სი წილი რუს ბიზ­ნეს­მენ იური შეფ­ლერს მიჰ­ყი­და.

ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლიმ ბრალ­დე­ბე­ბი უარ­ყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ 250 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის სა­პა­სუ­ხო სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა. ის ამ­ტკი­ცებ­და, რომ პიტი ღვი­ნის ქარ­ხა­ნა­ზე კონ­ტრო­ლის მო­პო­ვე­ბა­სა და მის ფი­ნან­სურ ზი­ან­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

განაგრძეთ კითხვა