"სასაცილოდ მოსულელო განცხადებებიდან მხოლოდ ერთი პოზიტიური დასკვნის გაკეთება შეიძლება - ბოლომდე ყველაფერზე ხელს ვერ აწერენ, ჯერ" - სალომე სამადაშვილი თბილისი-მოსკოვის დიალოგზე - კვირის პალიტრა

"სასაცილოდ მოსულელო განცხადებებიდან მხოლოდ ერთი პოზიტიური დასკვნის გაკეთება შეიძლება - ბოლომდე ყველაფერზე ხელს ვერ აწერენ, ჯერ" - სალომე სამადაშვილი თბილისი-მოსკოვის დიალოგზე

რუსების მიერ მინსკის შეხვედრაზე გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, სისულელეების საუბარი უწევთ. თავის გასულელება სჯობია, მის დაკარგვას, ასე თვლიან,- ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის გიორგი ზურაბაშვილის განცხადებებს მინსკში გამართული შეხვედრის თაობაზე.

როგორც სამადაშვილი წერს, რეჟიმს დარჩა ერთადერთი შემაკავებელი ძალა - ხალხი.

„რეჟიმის მიერ დიპლომატებად დაქირავებულების დღევანდელი სასაცილოდ მოსულელო განცხადებებიდან მხოლოდ ერთი პოზიტიური დასკვნის გაკეთება შეიძლება - ბოლომდე ყველაფერზე ხელს ვერ აწერენ, ჯერ.

რუსების მიერ მინსკის შეხვედრაზე გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, სისულელეების საუბარი უწევთ. თავის გასულელება სჯობია, მის დაკარგვას, ასე თვლიან.

რეჟიმს ერთადერთი შემაკავებელი ძალა დარჩა - ხალხი. პარტიები შეიძლება აკრძალო, ხალხს ვერ აკრძალავ. ხალხს კი აქვს წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთასაც ვერ ბედავენ ჯერ”,- წერს სამადაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა