ტრაგედია თბილისში - აფრიკის დასახლებაში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა - კვირის პალიტრა

ტრაგედია თბილისში - აფრიკის დასახლებაში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, აფრიკის დასახლებაში, კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულია 1 პირი.

არსებული ინფორმაციით, სახლში ცეცხლი აფეთქების შემდეგ გაჩნდა. კერძოდ, ერთ-ერთი ვერსიით, შეშის ღუმელთან ბენზინის ბოთლი იდო, რაც ჯერ აფეთქება, შემდეგ კი ამას ძლიერი ხანძარი მოჰყვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია.

"ინტერპრესნიუსი