"ჩემი საფიცარი ბაბუის დანატოვარი სახლი, რომელიც ბედნიერებით იყო სავსე, მიწამ და ღორღმა ჩაიტანა" - რა კადრები ვრცელდება ლაილაშიდან, სადაც მეწყერი ჩამოწვა? - კვირის პალიტრა

"ჩემი საფიცარი ბაბუის დანატოვარი სახლი, რომელიც ბედნიერებით იყო სავსე, მიწამ და ღორღმა ჩაიტანა" - რა კადრები ვრცელდება ლაილაშიდან, სადაც მეწყერი ჩამოწვა?

სტი­ქი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი გან­ვი­თარ­და ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ლა­ი­ლაშ­ში. მომ­ხდარ მე­წყერ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა გა­რე­მოს ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტო­მაც.

სა­ა­გენ­ტოს გან­მარ­ტე­ბით, ბოლო პე­რი­ოდ­ში რე­გი­ონ­ში მო­სუ­ლი უხვი ატ­მოს­ფე­რუ­ლი ნა­ლე­ქე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბით, დრო­ე­ბით სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ში მყოფ მას­შტა­ბუ­რი მე­წყრუ­ლი სხე­უ­ლის კონ­ტურ­ში ად­გი­ლი ჰქონ­და მე­ო­რა­დი გე­ნე­რა­ცი­ის ცალ­კე­უ­ლი უბ­ნე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას, რის შე­დე­გა­დაც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია 17 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი და სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვე­თი.

"გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გე­ო­ლო­გე­ბის ჯგუ­ფი დი­ლი­დან ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბა, რათა დრო­უ­ლად იქ­ნას შე­ფა­სე­ბუ­ლი არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ მიმ­დი­ნა­რე­ობს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­სა და თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვე­თის და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის შე­ფა­სე­ბა.

ად­გილ­ზე, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბი­ან ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბი.

სხვა­დას­ხვა წლებ­ში სოფ. ლა­ი­ლა­შის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ა­გენ­ტოს გე­ო­ლო­გე­ბის მიერ, შე­ფა­სე­ბუ­ლია რო­გორც ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი, ისე სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვე­თე­ბი და გა­ცე­მუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ად­გილ­ზე რჩე­ბი­ან და აწარ­მო­ე­ბენ მო­ნი­ტო­რინგს რო­გორც სტი­ქი­ის ზო­ნა­ში, ისე მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ად­გი­ლი­დან ავ­რცე­ლე­ბენ კად­რებს, რო­მელ­შიც ჩანს დან­გრე­უ­ლი სახ­ლე­ბი და ქვა-ღორ­ღით და­ფა­რუ­ლი შე­ნო­ბე­ბი.

"მთე­ლი ცხოვ­რე­ბის ნაშ­რო­მი, ჩემი სა­ფი­ცა­რი ბა­ბუ­ის და­ნა­ტო­ვა­რი, სახ­ლი რო­მე­ლიც ბედ­ნი­ე­რე­ბით და სიყ­ვა­რუ­ლით იყო სავ­სე, მი­წამ და ღორღმა ჩა­ი­ტა­ნა, მას­თან ერ­თად ჩემი ბავ­შვო­ბა და ბედ­ნი­ე­რი მო­გო­ნე­ბე­ბი…" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ლედი ერა­ძე და იქვე ავ­რცე­ლებს ვი­დე­ო­საც. წყარო