"ჯგუ­ფის წევ­რე­ბი მას მუშ­ტე­ბი­თა და ფე­ხე­ბით გა­უს­წორ­დნენ" - სასტიკი თავდასხმა ათენში: დაკავებულთა შორის საქართველოს 14 წლის მოქალაქეა - კვირის პალიტრა

"ჯგუ­ფის წევ­რე­ბი მას მუშ­ტე­ბი­თა და ფე­ხე­ბით გა­უს­წორ­დნენ" - სასტიკი თავდასხმა ათენში: დაკავებულთა შორის საქართველოს 14 წლის მოქალაქეა

სა­ბერ­ძნე­თის დე­და­ქა­ლაქ ათენ­ში, გუ­დის რა­ი­ონ­ში, არას­რულ­წლო­ვან­თა ჯგუ­ფი 17 წლის ბიჭს სას­ტი­კად გა­უს­წორ­და. თავ­დას­ხმის შე­დე­გად მო­ზარ­დმა სა­ხის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. მომ­ხდარ­ზე პო­ლი­ცი­ამ ოთხი არას­რულ­წლო­ვა­ნი და­ა­კა­ვა, მათ შო­რის ერთი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა.

შემ­თხვე­ვა შა­ბათს, 21 ნო­ემ­ბერს, აგი­ოს თო­მა­სის მო­ე­დან­ზე მოხ­და. ბერ­ძნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან 13 და 17 წლის ფი­ლი­პი­ნე­ლი, 14 წლის ქარ­თვე­ლი და 13 წლის ალ­ბა­ნე­ლი მო­ზარ­დე­ბი. პო­ლი­ცია თავ­დას­ხმა­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რე­ბის და­სად­გე­ნად მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლებს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 17 წლის ბიჭი შეყ­ვა­რე­ბულ­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც მათ­თან ხუთი-ექ­ვსი ახალ­გაზ­რდა მი­ვი­და და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. მო­ზარ­დი თან­მხლებ პირ­თა დაც­ვას შე­ე­ცა­და, რა­საც თავ­დას­ხმა მოჰ­ყვა. ჯგუ­ფის წევ­რე­ბი მას მუშ­ტე­ბი­თა და ფე­ხე­ბით გა­უს­წორ­დნენ. გააგრძელეთ კითხვა