რა ქონებას ფლობს შს მინისტრის ახალი მოადგილე თეიმურაზ კუპატაძე? - კვირის პალიტრა

რა ქონებას ფლობს შს მინისტრის ახალი მოადგილე თეიმურაზ კუპატაძე?

შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა.

შსს-ს ცნობით, კუპატაძე ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

უწყების განმარტებითვე, თეიმურაზ კუპატაზემ შს მინისტრის მოადგილის პოზიციაზე შალვა თადუმაძე შეცვალა, რომელიც პირადი განცხადების საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა.

შსს-ს ცნობით, კუპატაძე ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

უწყების განმარტებითვე, თეიმურაზ კუპატაზემ შს მინისტრის მოადგილის პოზიციაზე შალვა თადუმაძე შეცვალა, რომელიც პირადი განცხადების საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ქონებას ფლობს და როგორია თეიმურაზ კუპატაძის ფინანსური მდგომარეობა.

შს მინისტრის ახალმა მოადგილემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის მარტში წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, მას ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

დეკლარაციის თანახმად, თეიმურაზ კუპატაძის საკუთრებაშია ქალაქ მცხეთაში მდებარე 562 კვ.მ. საერთო ფართობის საცხოვრებელი სახლი, რომელიც 2021 წელს 100 000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი; ასევე მის სახელზეა რეგისტრირებული სოფელ წეროვანში (სხალტბა) მდებარე 1 005 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელშიც 2023 წელს 41 000 ლარი აქვს გადახდილი.

გარდა ამისა, კუპატაძის საკუთრებაშია: 2021 წელს 3 500 აშშ დოლარად შეძენილი კვადროციკლი - CAN-AM DS250, ასევე 2022 წელს 14 000 აშშ დოლარად შეძენილი ბაგი - Polaris RZR TURBO S4 და 2023 წელს 10 000 აშშ დოლარად შეძენილი მსუბუქი ავტომანქანა - TOYOTA LANDCRUISER.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 28 959 ლარი, ხოლო ნაღდი ფულის სახით - 50 000 აშშ დოლარის დანაზოგი ჰქონდა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მასვე 2025 წლის იანვრიდან 9 ივნისამდე პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე 51 300 ლარის, ხოლო 9 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, „დაცვის პოლიციის დეპარტამენტის“ თავმჯდომარის პოზიციაზე 70 786 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

ამასთან, როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, თეიმურაზ კუპატაძეს გასულ წელს მოტოსატრანსპორტო საშუალების გასხვისების შედეგად 8 000 აშშ დოლარის შემოსავალი, ხოლო მეზობლისგან ავტომანქანის მეორადი ნაწილის შესაძენად ჩარიცხული თანხის სახით 3 000 აშშ დოლარის შემოსავალი აქვს მირებული.

რაც შეეხება შს მინისტრის მოადგილის ოჯახის წევრებს, როგორც დეკლარაციაშია მითითებული, მისი მეუღლე ფლობს 2025 წელს შეძენილ 122.5 კვ.მ. ფართობის მშენებარე ბინას თბილისში, რომლის ღირებულება 153 125 აშშ დოლარს შადგენს. ვრცლად