ახალი დეტალები მერსი სულხანიშვილის საჩივრის საფუძველზე დაწყებული, “სარკასტიკის“ წამყვანების პირველი სასამართლო პროცესიდან - რას ჰყვება გიორგი ნაზღაიძე? - კვირის პალიტრა

ახალი დეტალები მერსი სულხანიშვილის საჩივრის საფუძველზე დაწყებული, “სარკასტიკის“ წამყვანების პირველი სასამართლო პროცესიდან - რას ჰყვება გიორგი ნაზღაიძე?

ინფლუ­ენ­სერ­მა მერ­სი სულ­ხა­ნიშ­ვლმა ტე­ლე­წამ­ყვან გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძეს უჩივ­ლა. საქ­მე ეხე­ბა გა­და­ცე­მა "სარ­კას­ტი­კა­ში" წამ­ყვა­ნის მიერ მერ­სის შე­სა­ხებ გა­მოთ­ქმულ მო­საზ­რე­ბებს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით. მერ­სი სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი ამ­ტკი­ცებს, რომ გა­და­ცე­მა "სარ­კას­ტი­კა­ში" სტუმ­რო­ბი­სას მას სექ­სუ­ა­ლუ­რად ავიწ­რო­ებ­დნენ.

პირ­ვე­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი უკვე შედ­გა. დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ წამ­ყვა­ნე­ბი ვი­დეო მი­მარ­თვა­ში თა­ვად ჰყვე­ბი­ან:“გა­მო­ვე­დით სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი­დან. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ად­ვო­კა­ტის გა­რე­შე მო­ვე­დით დღეს, რად­გან არ გვქონ­და მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი დრო.

მო­ვი­თხო­ვე სრუ­ლი მა­სა­ლე­ბი, გა­ვეც­ნო­ბით და შემ­დეგ პრო­ცესს და­ე­ლო­დეთ,“ - ამ­ბობს ნა­ზღა­ი­ძე.

გარ­და ამი­სა, რო­გორც ნა­ზღა­ი­ძე “ტვ პირ­ველ­თან“ აღ­ნიშ­ნავს, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, თა­ვად შე­ი­ტა­ნოს მერ­სი სულ­ხა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­პა­სუ­ხო სა­ჩი­ვა­რი.