დაპირისპირება ბათუმის სტადიონთან, სადაც ბეშიქთაშის ფანები არიან შეკრებილები - რა ვიდეო ვრცელდება?
ბათუმში დღეს, 21:45 საათზე დაგეგმილი ევროპის ლიგის მატჩის გამო, უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული.
ქალაქში სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი - პარალელურად, ქუჩებში თურქული საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მსვლელობა მიმდინარეობს.
"ბათუმელების" ინფორმაციით, დაუდასტურებელი ინფორმაციით, სტამბულურ კლუბს ბეშიქთაშს 15 ათასი გულშემატკივარი ჩამოჰყვა.
ბათუმში ერთმანეთს "ბეშიქთაში" და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევა“ დაუპირისპირდებიან.
კადრებს ბათუმის ქუჩებიდან გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.
მატჩის მასპინძელი სტადიონის შეცვლა უეფამ გადაწყვიტა. უეფას განმარტებით, თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე ორგანიზაციას აცნობა, რომ შეხვედრის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იყო. შესაბამის მხარეებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის მატჩს საქართველო უმასპინძლებს.
ამ წუთებისთვის ბათუმის კუჩებში დაპირისპირებაა. კადრები სოციალურ კსელში ვრცელდება.