თურქეთის სპორტის მინისტრი ქართულ მხარეს აკრიტიკებს „ბეშიქთაშის” გულშემატკივრების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ მიღებული ზომების გამო - კვირის პალიტრა

თურქეთის სპორტის მინისტრი ქართულ მხარეს აკრიტიკებს „ბეშიქთაშის” გულშემატკივრების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ მიღებული ზომების გამო

მტკიცედ ვგმობ ამ საღამოს საქართველოში ჩვენი „ბეშიქთაშის” გულშემატკივრების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ არაპროპორციულ ჩარევას, - ამის შესახებ განცხადებას თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი, ოსმან აშქინ ბაქი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„გვერდში ვუდგავართ „ბეშიქთაშს”. მტკიცედ ვგმობ ამ საღამოს საქართველოში ჩვენი „ბეშიქთაშის” გულშემატკივრების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ არაპროპორციულ ჩარევას.

ვეწინააღმდეგებით დისკრიმინაციისა და უსამართლობის ნებისმიერ ფორმას, რომელიც შეუსაბამოა სპორტის საყოველთაო ღირებულებებთან.

გავაგრძელებთ თურქული სპორტისა და ჩვენი გულშემატკივრების უფლებების მტკიცედ დაცვად ყველა პლატფორმაზე,” - წერს ბაქი.

შეგახსენებთ, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, „ბეშიქთაშის" გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ. მატჩამდე ქალაქის ქუჩებში კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მსვლელობა გაიმართა, რა დროსაც რამდენჯერმე ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, გულშემატკივრები, სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ და პოლიციის მისამართით სხვადასხვა საგნებს ისროდნენ.

"ინტერპრესნიუსი"