“მკაცრად ვგმობ ბათუმში ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ პოლიციის არაპროპორციულ ჩარევას“ - რას აცხადებს თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორი - კვირის პალიტრა

“მკაცრად ვგმობ ბათუმში ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ პოლიციის არაპროპორციულ ჩარევას“ - რას აცხადებს თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორი

მკაცრად ვგმობ ბათუმში, საქართველოში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ პოლიციის არაპროპორციულ ჩარევას, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორი, ბურჰანეტინ დურანი ავრცელებს.

მისი მტკიცებით, პალესტინელი ხალხისადმი მშვიდობიანი გზით სოლიდარობის გამოხატვა არანაირად არ უნდა იყოს ძალადობისა და ჩარევის გამართლება.

“თანაგრძნობას ვუცხადებ „ბეშიქთაშის“ საზოგადოებასა და ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც ამ მოვლენების გამო დაზარალდნენ. ტრიბუნებზე ჩვენი გულშემატკივრების მიმართ გამოვლენილ უსამართლობას საუკეთესო პასუხი გასცეს ჩვენმა პატივცემულმა სპორტულმა კლუბებმა - სოლიდარობის გზავნილებით, ხოლო თავად „ბეშიქთაშმა“ - მოედანზე მოპოვებული გამარჯვებით. ვულოცავ „ბეშიქთაშის“ დიდ ოჯახს”, - აღნიშნულია განცხადებაში.

განაგრძეთ კითხვა