“გულშემატკივრებს პალესტინის დროშები უეფას წარმომადგენლებმა ჩამოართვეს“ - რა განუცხადა სულხან თამაზაშვილმა თურქეთის შს მინისტრს?!
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მუსტაფა ჩიფჩიმ, ართველ კოლეგასთან, სულხან თამაზაშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო ბათუმში, საფეხბურთო მატჩის დროს „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ფაქტს და მინისტრმა ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის შეშფოთება გამოხატა.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, მინისტრებმა განიხილეს ინციდენტები, რომლებიც უეფას ევროპის ლიგის მეხუთე ტურის მატჩის დროს, თურქეთის საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის.
თურქული მედია წერს, რომ ჩიფჩიმ შეშფოთება გამოთქვა თურქი გულშემატკივრების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო და თურქეთში მათი უსაფრთხო დაბრუნების მიზნით შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.