"ბათუმი ბოლო წლებში გადაიქცა რუსეთ-თურქეთს შორის გავლენისთვის ფარული ბრძოლის ეპიცენტრად..." - რას წერს გია ხუხაშვილი? - კვირის პალიტრა

"ბათუმი ბოლო წლებში გადაიქცა რუსეთ-თურქეთს შორის გავლენისთვის ფარული ბრძოლის ეპიცენტრად..." - რას წერს გია ხუხაშვილი?

ბა­თუმ­ში "ბე­შიქთა­ში­სა“ და "ჰა­პო­ელ ბეერ-შე­ვას“ მატ­ჩის დროს მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი წერს. მისი შე­ფა­სე­ბით, მომ­ხდა­რი შე­საძ­ლოა გა­ცი­ლე­ბით ფარ­თო პრო­ცე­სე­ბის ნა­წი­ლი იყოს და ბა­თუმ­ში რუ­სეთ-თურ­ქე­თის გავ­ლე­ნე­ბის­თვის ბრძო­ლის კონ­ტექ­სტში უნდა გან­ვი­ხი­ლოთ

"თა­ვის­თა­ვად ფეხ­ბურ­თის “ფა­ნე­ბის” ბო­ბოქ­რო­ბა არ არის რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნა. რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა იწყე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ამას თან ახ­ლავს სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტი და რო­დე­საც ამა­ზე ვსა­უბ­რობ, არ ვგუ­ლის­ხმობ მხო­ლოდ ის­რა­ელ-თურ­ქეთს შო­რის არ­სე­ბულ და­ძა­ბუ­ლო­ბას.

ვი­საც ოდ­ნავ მა­ინც ეს­მის რე­გი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის ანა­ტო­მია, ის ხე­დავს, რომ ბა­თუ­მი ბოლო წლებ­ში გა­და­იქ­ცა რუ­სეთ-თურ­ქეთს შო­რის გავ­ლე­ნის­თვის ფა­რუ­ლი ბრძო­ლის ეპი­ცენ­ტრად. რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის გავ­ლე­ნის ტექ­ნო­ლო­გია ყო­ველ­თვის იყო აგე­ბუ­ლი ამ ტი­პის და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა­ზე ეთ­ნი­კუ­რი თუ რე­ლი­გი­უ­რი მო­ტი­ვე­ბით შე­ფუთ­ვით და თით­ქოს უმ­ნიშ­ვნე­ლო ინ­ცი­დენ­ტე­ბის შემ­დგომ გაღ­ვი­ვე­ბა­სა და კონ­ფლიქ­ტის გაღ­რმა­ვე­ბა­ზე.

ამი­ტომ, სრუ­ლი­ა­დაც არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ვი­ღა­ცა ეც­დე­ბა ამ ერთი შე­ხედ­ვით “ჩვე­უ­ლებ­რი­ვი” მოვ­ლე­ნის­თვის სა­სურ­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­ცე­მას.

სამ­წუ­ხა­როდ, ბა­თუმ­ში ამი­სათ­ვის რუ­სეთს უამ­რა­ვი ბერ­კე­ტი აქვს, რა­შიც ვი­ღა­ცას შეგ­ნე­ბუ­ლად, ვი­ღაც კი სიბ­რიყ­ვით ჩარ­თავს".