"ემოციებმა მძლია და სპექტაკლის დროს დარბაზიდან მაყურებლის გაძევება მომიწია" - რას ჰყვება ნიკა კუჭავა თეატრსა და მსახიობის ცხოვრებაზე?! - კვირის პალიტრა

"ემოციებმა მძლია და სპექტაკლის დროს დარბაზიდან მაყურებლის გაძევება მომიწია" - რას ჰყვება ნიკა კუჭავა თეატრსა და მსახიობის ცხოვრებაზე?!

18 წლის იყო პირ­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლი რომ ითა­მა­შა... უკვე 25 წე­ლია, სცე­ნა­ზე დგას. მსა­ხი­ო­ბის რთუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სია აირ­ჩია და არ ნა­ნობს. გა­უ­მარ­თლა, მო­უ­ლოდ­ნე­ლად სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში მი­იწ­ვი­ეს, მოხ­ვდა ისეთ რე­ჟი­სორ­თან, რო­მელ­მაც მთე­ლი მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გზა გან­სა­ზღვრა... სა­უ­კე­თე­სო რო­ლე­ბის­თვის პრეს­ტი­ჟულ კონ­კურ­სებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც გახ­ლავთ. დღეს გარ­და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი­სა "თე­ატ­რი-სა­ხე­ლოს­ნო 42“-ის მსა­ხი­ო­ბია...

Ambebi.ge-მ ნიკა კუ­ჭა­ვა სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ ჩა­წე­რა...

- რო­გო­რია თქვე­ნი ემო­ცია სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ? პერ­სო­ნა­ჟი სახ­ლამ­დე მოგ­ყვე­ბათ?

- პერ­სო­ნა­ჟი არა, მაგ­რამ ის ენერ­გია, სა­ერ­თოდ რის­თვი­საც ღირს მსა­ხი­ო­ბო­ბა და რის­თვი­საც არი­ან მსა­ხი­ო­ბე­ბი, ის ენერ­გია მოგ­ყვე­ბა. რა­ღაც­ნა­ი­რად გკვე­ბავს და ამი­ტომ, სახ­ლამ­დე კი არა, მე­ო­რე დღე­საც არ ნელ­დე­ბა. ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო ალ­ბათ ის ენერ­გი­აა, რო­მე­ლიც მა­ყუ­რებ­ლის­გან მი­ი­ღე. ვი­ცით ხოლ­მე თქმა: "დღეს რა კარ­გი მა­ყუ­რე­ბე­ლი იყო!“ ან "დღეს ნაკ­ლე­ბად კარ­გი მა­ყუ­რე­ბე­ლი იყო“. ოღონდ, არა­ვინ ვი­ცით, რა­ზეა ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლი...

nikakuchava-41084-1795775526.jpg

- რო­გორ ყა­ლიბ­დე­ბა ესა თუ ის პერ­სო­ნა­ჟი? ეძებთ მის შე­სა­ბა­მის ხმას, გა­რეგ­ნო­ბას, ინ­ტო­ნა­ცი­ას, ემო­ცი­ას, თუ უბ­რა­ლოდ ფიქ­რობთ იმა­ზე, ჩას­წვდეთ მის ში­ნა­გან სამ­ყა­როს?

- თა­ვი­დან, მთა­ვა­რია პი­ე­სა და რე­ჟი­სო­რი. რას გთა­ვა­ზობს რე­ჟი­სო­რი და რას გთა­ვა­ზობს დრა­მა­ტურ­გი – რა პრინ­ცი­პით და რა მე­თო­დით წავა სა­მუ­შაო პრო­ცე­სი. ეს იქ­ნე­ბა სტა­ნის­ლავ­სკის მე­თო­დი, მი­ხე­ილ ჩე­ხო­ვის თუ სხვა. არის, როცა პერ­სო­ნაჟს სა­კუ­თა­რი თა­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თა­მა­შობ – მე, ნი­კუ­შა კუ­ჭა­ვა რომ მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. არ­სე­ბობს სა­ხა­სი­ა­თო პერ­სო­ნა­ჟი, რო­დე­საც შენ­გან გან­სხვა­ვე­ბულ ტი­პაჟს ქმნი, რაც თა­ვის­თა­ვად სა­ინ­ტე­რე­სოა, მაგ­რამ მთა­ვა­რი მა­ინც სტა­ნის­ლავ­სკის ქმე­დი­თი ანა­ლი­ზით მუ­შა­ო­ბაა. შე­იძ­ლე­ბა რე­ჟი­სორ­მა პირ­ველ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე არ გი­თხრას, რო­მე­ლი მე­თო­დით ვი­მუ­შა­ვებთ, მაგ­რამ მერე გა­მოჩ­ნდეს, რო­გო­რი პერ­სო­ნა­ჟი ხარ, რა ხდე­ბა და სა­ერ­თოდ რას გთა­ვა­ზობს.

ბა­ტონ ლე­ვან­თან [წუ­ლა­ძე] მუ­შა­ო­ბა იმის გამო მიყ­ვარს, რომ არ მახ­სოვს, რო­მე­ლი­მე პი­ე­სა­ზე ერ­თნა­ი­რად გვე­მუ­შა­ოს – ერთი სცე­ნა ისეა, მე­ო­რე - ასეა, თით­ქოს ეს არ უნდა იყოს სწო­რი, თით­ქოს ასე არც შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ბო­ლოს აა­წყობს სპექ­ტაკლს და გა­მო­დის სწო­რი. ეს მის სპექ­ტაკ­ლებ­ში სულ მხიბ­ლავ­და და დღე­საც ასეა, რაც ჩემს გე­მოვ­ნე­ბას სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს და პრო­ფე­სი­ულ მიზ­ნებ­საც.

- რო­გო­რი იყო პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა ლე­ვან წუ­ლა­ძეს­თან?

- მე­ო­თხე კურ­სზე ვი­ყა­ვი, რო­დე­საც დე­კა­ნატ­ში და­მი­ბა­რეს. მი­თხრეს, რომ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში ხართ და­ბა­რე­ბუ­ლი. გა­მი­ხარ­და, ალ­ბათ ვინ­მე სპექ­ტაკლში მა­კა­ვებს-თქო (21 წლის ვი­ყა­ვი). დე­კა­ნატ­ში რომ მი­ვე­დი, დამ­ხვდნენ - გა­ი­ოზ კან­დე­ლა­კი და გიზო ჟორ­და­ნია, ოღონდ, სა­ხე­ზე არ ვი­ცო­დი, რო­მე­ლი რო­მე­ლი იყო (ლა­პა­რაკ­ში მივ­ხვდი, ვინ რო­მე­ლი იყო). "გვაქვს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რომ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო. ამა­ზე სამი დღე იფიქ­რეო“. რომ აღარ გა­ვაგ­რძე­ლო, ასე გავ­ხდი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი. ვფიქ­რობ, რომ ეს ბა­ტო­ნი გი­ზოს არ­ჩე­ვა­ნი იყო, ალ­ბათ ჩემი სპექ­ტაკ­ლე­ბი ნა­ნა­ხი ჰქონ­და თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

- როლი არ მოგ­ცეს?

- ერთი წელი ისე ვი­ყა­ვი იქ, ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­ფე­რი მი­თა­მა­შია. მერე ზღა­პა­რი "ფორ­თო­ხა­ლი, ფლე­ი­ტა და“ დად­გა გიზო ჟორ­და­ნი­ამ, სა­დაც პრინ­ცი ვი­თა­მა­შე (მე და ჯაბა კი­ლა­ძე დუბ­ლე­ბი ვი­ყა­ვით). ცოტა ხანს იდ­გმე­ბო­და და მორ­ჩა ჩემი კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა. "მა­სოვ­კებ­ში“ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი - არა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ ხდე­ბო­და. მერე ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნი თე­ატ­რში სა­კუ­თა­რი გუნ­დით მო­ვი­და და და­ი­წყო ახა­ლი ერა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში, მაგ­რამ - ჩემ გა­რე­შე. მას სპექ­ტაკლში ნა­ნა­ხი არ ვყავ­დი და ალ­ბათ, ამი­ტომ არ მა­კა­ვებ­და.

მაგ პე­რი­ოდ­ში თე­ატ­რი­დან წას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე. ოღონდ, ეს ჩემ­თვის მტკივ­ნე­უ­ლი სა­კი­თხი არ იყო, ამის­თვის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად შემ­ზა­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პე­და­გო­გე­ბის­გან (ლილი იო­სე­ლი­ა­ნი, ნუკ­რი ქან­თა­რია), რომ ბევ­რი რამ გა­მარ­თლე­ბა­ზეა. მა­შინ დე­და­ჩე­მი ამე­რი­კა­ში იყო, ვი­ფიქ­რე, გავფრინ­დე­ბი ამე­რი­კა­ში და იქ რა­ღა­ცას ვი­ზამ-თქო. არა­და, "თე­ატ­რა­ლურ­ში“ სტუ­დენ­ტო­ბი­სას ყვე­ლა მთა­ვა­რი როლი მე მქონ­და ნა­თა­მა­შე­ბი. ამას­თან, ფეს­ტი­ვალ­ზე "დე­ბი­უ­ტი“ და მე­სა­მე-მე­ო­თხე კურ­სზე. მე ავი­ღე "წლის სა­უ­კე­თე­სო მა­მა­კა­ცი მსა­ხი­ო­ბი“.

წას­ვლა რომ გა­დავ­წყვი­ტე, მო­უ­ლოდ­ნე­ლად კი­ნო­რე­ჟი­სორ­მა ნინო ახვლე­დი­ან­მა სპექ­ტაკ­ლი "ჩიტი“ დად­გა და იქ გა­მა­ნა­წი­ლა, ჩემ­თან ერ­თად ასე­ვე - ბექა გო­დერ­ძიშ­ვი­ლი და ბა­ტო­ნი დათო დვა­ლიშ­ვი­ლი. ონი­სე ონი­ა­ნი ჩემს დი­დო­ბას თა­მა­შობ­და. იყო ჩემი მე­გო­ბა­რი რო­ლანდ ოქ­რო­პი­რი­ძეც... დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან რომ ვუ­ყუ­რებ, სა­ინ­ტე­რე­სო სპექ­ტაკ­ლი იყო, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. სპექ­ტაკ­ლის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ ბა­ტონ ლე­ვანს ნინო ახვლე­დი­ა­ნის­თვის უთ­ქვამს: ეს ბიჭი აქამ­დე რო­გორ ვერ და­ვი­ნა­ხეო... აი, იქი­დან წა­ვი­და ჩემი რო­ლე­ბი და მო­ვე­დით "ჰამ­ლე­ტამ­დე“, "ოტე­ლომ­დე“.

- ჰამ­ლე­ტი ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბის­თვის სა­ოც­ნე­ბო რო­ლია...

- თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მგო­ნი, ერ­თა­დერ­თი ბიჭი ვი­ყა­ვი ინ­სტი­ტუ­ტში, რო­მელ­საც ჰამ­ლეტ­ზე არ უოც­ნე­ბია. სხვა რო­ლებ­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, ცოტა მი­წი­ე­რი ვი­ყა­ვი, თუმ­ცა რო­მის იმ­პე­რა­ტო­რის - კა­ლი­გუ­ლას თა­მა­ში კი მინ­დო­და, ოღონდ, არ ვიცი, რა­ტომ... შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ სა­ოც­ნე­ბო რო­ლე­ბი, ასე­თი რამ არ არ­სე­ბობს. შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ არ იცო­დე პი­ე­სა და იქ აღ­მოჩ­ნდეს შენი სა­ოც­ნე­ბო როლი. ასე­თიც ყო­ფი­ლა!

განაგრძეთ კითხვა