ისრაელის საფეხბურთო კლუბი საქართველოს მიმართავს - კვირის პალიტრა

ისრაელის საფეხბურთო კლუბი საქართველოს მიმართავს

ის­რა­ე­ლის სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბი "ჰა­პო­ელ ბეერ-შევა" ბა­თუმ­ში, "ბე­შიქთაშ­თან"მატ­ჩის დროს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს და სა­ქარ­თვე­ლოს მად­ლო­ბას უხ­დის.

“მად­ლო­ბა გვსურს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დოთ და და­ვა­ფა­სოთ ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის შრო­მა, ვინც გა­სულ ღა­მეს ჩვენ­სა და ჩვე­ნი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე იზ­რუ­ნა და ჩარ­თუ­ლი იყო თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის უსაფრ­თხოდ დაბ­რუ­ნე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში.

დიდი მად­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებ­სა და ქა­ლაქ ბა­თუმს სა­მა­გა­ლი­თო მას­პინ­ძლო­ბი­სა და ჩვე­ნი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის. მად­ლო­ბა ის­რა­ე­ლის ფეხ­ბურ­თის ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რეს, შინო ზუ­ა­რესს და ბეერ-შე­ვას მერს, რუ­ვიკ და­ნი­ლო­ვიჩს, რომ­ლე­ბიც მთე­ლი სა­ღა­მო­სა და ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ­თან მუდ­მივ კავ­შირ­ზე იყ­ვნენ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სხვა ძა­ლებს, რო­გორც ად­გი­ლობ­რივს, ისე ის­რა­ე­ლი­სას, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გვა­ცი­ლებ­დნენ, ვიდ­რე ბოლო გულ­შე­მატ­კი­ვა­რიც უსაფრ­თხოდ არ მი­ვი­და გან­თავ­სე­ბის ად­გილ­ზე.

და, რა თქმა უნდა, მად­ლო­ბა ჩვენს გულ­შე­მატ­კივ­რებს, რომ­ლე­ბიც გუ­შინ სტა­დი­ონ­ზე გა­მოგ­ვყვნენ და პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან მხარ­და­ჭე­რა­სა და სიყ­ვა­რულს გვაგ­რძნო­ბი­ნებ­დნენ. ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­ხართ ყვე­ლა­ნი გუ­ლი­თად მად­ლო­ბას ვუხ­დით ყვე­ლას,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია მი­მარ­თვა­ში.