თბილისში დღეს საპროტესტო მსვლელობა და აქცია გაიმართება
თბილისში დღეს, საპროტესტო მსვლელობა და აქცია გაიმართება.
დღევანდელი აქცია მიეძღვნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პერმანენტული აქციების დაწყებიდან ორი წლის თავს.
აქციის მონაწილეები თავდაპირველად ორ ლოკაციაზე, 19:00 საათზე, შეიკრიბებიან. მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების ნაწილი თსუ-სთან მივა და მსვლელობას იქიდან მოაწყობს, ნაწილი კი საპროტესტო მარშს ავლაბრის მეტროს ტერიტორიიდან დაიწყებს. მსვლელობა თავისუფლების მოედნის მიმართულებით გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს. ამას ქვეყანაში პროტესტი და ყოველდღიური საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციების ფარგლებში დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს ათობით ადამიანი. პროტესტის მონაწილეები ორი წლის განმავლობაში ითხოვენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და დაკავებულების გათავისუფლებას.