"ბირთვული იარაღი რუსეთის უსაფრთხოების საიმედო გარანტიაა" - კვირის პალიტრა

"ბირთვული იარაღი რუსეთის უსაფრთხოების საიმედო გარანტიაა"

ბირთვული იარაღი რუსეთის უსაფრთხოების საიმედო გარანტიაა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენი ქვეყანა ახლა სრულ უფრო მეტად მტრულ გარემოცვაში არსებობს, ამიტომ ბირთვული ტრიადა ჩვენი უსაფრთხოების საიმედო გარანტიაა“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთის ბირთვული შეიარაღება თავის მნიშვნელობას ყოველდღიურად ადასტურებს.

„ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ბირთვული ტრიადა ყოველდღიურად ადასტურებს საკუთარ მნიშვნელობას, ამის გადაჭარბებით შეფასება შეუძლებელია“, - აღნიშნა პესკოვმა.