"შენი ღერძი არ უნდა დაკარგო, მიჰყვე შენს ხაზს და არ დაკარგო ინდივიდუალობა" - რას ამბობს ბაია დვალიშვილი თეატრზე, მსახიობობასა და გამოწვევებზე: "სახალხო ინტერვიუ"
"გამარჯობა. მე ვარ ბაია დვალიშვილი, მსახიობი. საერთოდ ბარბარე მქვია, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არავინ მეძახის... ვთამაშობ სხვადასხვა თეატრში - იქ, სადაც კარგ და საინტერესო როლს შემომთავაზებენ. ერთი პერიოდი ტელეწამყვანიც ვიყავი, ჩემი საკუთარი გადაცემაც მქონდა - "ბაიასთან“. სერიალებშიც ვმონაწილეობდი, იყო დრო, კინოშიც მიღებდნენ..
წამოვიწყე პროექტი "ზღაპრები ბაიასთან“. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის და მეგონა, დიდხანს იმუშავებდა. ხალისით და მონდომებით ვაკეთებდი, მაგრამ რაღაც ეტაპზე დროებით გავჩერდი. ეს ზღაპრები YouTube-ზე იდებოდა. ახლა კარგ როლებს ველოდები - ერთ-ერთი რეპეტიცია სულ მალე დამეწყება და ამით ძალიან ვხარობ“, - ასე მიესალმა მაყურებელს და წარუდგინა თავი მსახიობმა ბაია დვალიშვილმა Ambebi.ge-ს და "პალიტრანიუსის“ ერთობლივ პროექტში "სახალხო ინტერვიუ“. მსახიობმა მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა.
გთავაზობთ გადაცემის ეპიზოდებს, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახვას შეძლებთ მითითებულ ბმულზე.
თინა:
- ამ ეტაპზე შემოქმედებითად რამდენად დატვირთული ხართ? რამდენ სპექტაკლში თამაშობთ?
- ამ ეტაპზე დაკავებული ვარ "თეატრი სახელოსნო 42“-ში. ვთამაშობ გოგოლის მოთხრობის მიხედვით დადგმულ "ცხვირში“. სხვათა შორის, ძალიან აქტუალური პიესაა და კარგი სპექტაკლი. ამ სპექტაკლით ბევრი ვიმოგზაურეთ. მაყურებელს ძალიან უყვარს, იმიტომ რომ საჭირბოროტო საკითხებს ეხება, ოღონდ - როგორც ლევან წულაძემ იცის - ცოტა მსუბუქი ფორმით არის გადმოცემული და ეს კიდევ უფრო სხვა მნიშვნელობას იძენს.
ასევე, უკვე დიდი ხანია "სამეფო უბნის თეატრში“ - "მოახლეებს“, ჟან ჟენეს პიესას ვთამაშობ, რომლითაც სულ ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკში ვიყავით, საკმაოდ წარმატებულად. ვთამაშობ მარჯანიშვილის თეატრშიც, ახალგაზრდა რეჟისორის, ილია ქორქაშვილის სპექტაკლში "კლინიკური შემთხვევა“. კიდევ ძალიან საინტერესო პროექტში ვარ, რომელსაც "კონკიას სიკვდილი“ ჰქვია და "სახელოსნო 42“-ში ვთამაშობთ. საინტერესო პროექტი გამოვიდა - მოდისა და დრამის მიქსია, სადაც ხუთი მსახიობი ქალი ვართ. ჩვენი მონოლოგები ძალიან კარგად ქეთი სამხარაძემ დაწერა. მოდასთან არის კავშირში და ცოტა დეტექტიური ხაზიც აქვს.

ნინო:
- რა არის ის მთავარი შინაგანი კოდი, რომლითაც პერსონაჟის "სულში“ აღწევთ?
- რთული სათქმელია - როდის როგორ ხდება, მაგრამ, როგორც მსახიობისთვის, ჩემთვის აუცილებელია, რომ პერსონაჟი იყოს მკვეთრად გამოხატული, მკვეთრი ხასიათითა და მკვეთრი დინამიკით. ხშირად ვეძებ მის სუსტ მხარეს - ან უარყოფითს, ან პირიქით, დადებითს - და იმას ვეჭიდები. ჩემი აზრით, ეს პერსონაჟს უფრო ამძაფრებს, თუმცა სხვადასხვა როლთან დაკავშირებით ხრიკებიც სხვადასხვანაირია ხოლმე. გააგრძელეთ კითხვა