"ბევრი ქალი გადიხართ იმ გზას, რასაც ახლა მე..." - რას წერს მარიამ შარმანაშვილი კარლო პონტისთან დაშორების შემდეგ - კვირის პალიტრა

"ბევრი ქალი გადიხართ იმ გზას, რასაც ახლა მე..." - რას წერს მარიამ შარმანაშვილი კარლო პონტისთან დაშორების შემდეგ

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მა­რი­ამ შარ­მა­ნაშ­ვი­ლი და სოფი ლო­რე­ნის ვაჟი, კარ­ლო პონ­ტი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გახ­მა­უ­რე­ბის შემ­დეგ მა­რი­ა­მი ემო­ცი­ურ წე­რილს აქ­ვეყ­ნებს "ინ­სტაგ­რამ­ზე".

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევ­რი ქალი გა­დი­ხართ იმ გზას და ბევ­რსაც გა­გივ­ლი­ათ წარ­სულ­ში, რა­საც ახლა მე გავ­დი­ვარ და ერთი რა­მის თქმა შე­მიძ­ლია მხო­ლოდ – სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვი­საც და თქვენს სა­ნუ­გე­შოდ, რომ მად­ლი­ე­რე­ბის უნა­რია ის, რა­საც შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ გან­საც­დელ­ში ჩვე­ნი გა­დარ­ჩე­ნა, ჰოდა მე ვირ­ჩევ მად­ლი­ე­რე­ბას და სიმ­შვი­დეს, რაც არ უნდა მტკივ­ნე­უ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს ეს პრო­ცე­სი.

ჩემს ძველ პოს­ტებს ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი, რომ ძვე­ლი მა­სა­ლის­გან და ძვე­ლი ენერ­გი­ე­ბის­გან გა­მეწ­მინ­და ჩემი გვერ­დი და ამ პოსტს სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით გა­და­ვა­წყდი, აღარც მახ­სოვ­და.

ისე­თი შეგ­რძნე­ბა და­მე­უფ­ლა, რომ თით­ქოს წარ­სულ­ში დღე­ვან­დე­ლი მა­რი­ა­მის­თვის მაქვს და­წე­რი­ლი ეს წე­რი­ლი და ნე­ტავ იცო­დეთ რო­გორ მჭირ­დე­ბო­და ახლა ამ სი­ტყვე­ბის მოს­მე­ნა.

თქვე­ნი გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი ასო­ბით მე­სი­ჯე­ბის­თვის კი უღ­რმე­სი მად­ლო­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რა ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი რა­მეა, როცა რთულ ეტაპს გა­დი­ხარ. კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დი – ადა­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის­თვის მზეა. მიყ­ვარ­ხართ", - წერს მა­რი­ა­მი. გააგრძელეთ კითხვა