"ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა" - ახმეტაში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა" - ახმეტაში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ახმეტის მუნიციპალიტეტში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.

სოფელ ქისტაურში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც 35 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, სამი ადამიანი კი დაშავდა.

დაშავებულები სხეულის სხვადასხვა დაზიანებით სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.