"ჩვენ შეიძლება გამოგვყარონ სასამართლოდან, მაგრამ ჩვენია სიმართლე და არა მათი, ვინც იქ დატოვეს, როგორც „ქოცების“, ისევე მათი მოსამართლეების, მაგალითად, ზოგიერთი სამარცხვინო მეგრელის! - საქართველოს ევროპულ აკვანში დაბრუნებას წინ ვერავინ დაუდგება!" - კვირის პალიტრა

"ჩვენ შეიძლება გამოგვყარონ სასამართლოდან, მაგრამ ჩვენია სიმართლე და არა მათი, ვინც იქ დატოვეს, როგორც „ქოცების“, ისევე მათი მოსამართლეების, მაგალითად, ზოგიერთი სამარცხვინო მეგრელის! - საქართველოს ევროპულ აკვანში დაბრუნებას წინ ვერავინ დაუდგება!"

ჩვენ შეიძლება გამოგვყარონ სასამართლოს დარბაზებიდან, მაგრამ ჩვენია სიმართლე და არა იმათი, ვინც იქ დატოვეს, როგორც „ქოცების“, ისევე მათი მოსამართლეების, მაგალითად, ზოგიერთი სამარცხვინო მეგრელის. საქართველო ევროპაა! საქართველო ჩვენი დიდი წინაპრების დანატოვარი ანდერძის თანახმად, ქრისტიანულ ევროპულ აკვანში უნდა დაბრუნდეს და ვერავინ ამაში წინ ვერ დაგვიდგება! საქართველო ივანიშვილის გარეშე! - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ უნდა შეხედოს აქციაზე მისულ ადამიანებს და მიხვდეს, რომ მათ საქართველოს სიყვარულს ვერ აუკრძალავენ.

„მოგესალმებით, ყველაზე ძვირფასო ადამიანებო სამყაროში! მიხარია, რომ აქ გხედავთ, მიხარია, რომ გხედავთ უამრავს, მიხარია, რომ ყოველ შემდეგ აქციაზე ვართ მეტი და მეტი. ჩვენ დაგვრჩა ერთადერთი გამოცდა, გამოცდა - რაოდენობაზე. ეს ვთქვით წინაზე და გვაქვს მეტი რაოდენობა, შემდეგი გამოსვლა იქნება და უნდა იყოს კიდევ უფრო მეტი რაოდენობა და ცვლილება არის აქ, ხალხში. როგორც კი ვიქნები კიდევ უფრო მეტი, ცვლილება მოხდება და ეს გარდაუვალია! გააგრძელეთ კითხვა