"ახლა მიდის პროცესი, როცა ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან, გამარჯვებამდე ცოტა დაგვრჩა! - ივანიშვილის გარეშე საქართველო ნიშნავს ქვეყანას, სადაც ყველა თანასწორია, გაჭირვებული არ მათხოვრობს, დამნაშავე დასჯილია" - კვირის პალიტრა

"ახლა მიდის პროცესი, როცა ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან, გამარჯვებამდე ცოტა დაგვრჩა! - ივანიშვილის გარეშე საქართველო ნიშნავს ქვეყანას, სადაც ყველა თანასწორია, გაჭირვებული არ მათხოვრობს, დამნაშავე დასჯილია"

ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე არის საქართველო, სადაც ყველა თანასწორია კანონის წინაშე, სადაც გაჭირვებული არ მათხოვრობს, სადაც დამნაშავე დასჯილია და კანონმორჩილი უსაფრთხოდაა, სადაც ძლიერი სუსტს ვერ ჩაგრავს, - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა თავისუფლების მოედანზე, საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ახლა ქართველი ერი თავს ითავისუფლებს „რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან“.

„მე არასდროს დამიკარგავს ქართველი ხალხის იმედი, არ დამიკარგავს არა იმიტომ, რომ სათითაოდ გიცნობთ, არამედ იმიტომ, რომ იმას ვიცნობ, რასაც ჩვენი კოლექტიური, ერთობლივი მეხსიერება განძად ინახავს.

შოთა რუსთაველს ვიცნობ, ილია ჭავჭავაძე ვიცნობ, დავით გურამიშვილის ვიცნობ, სულხან- საბა ორბელიანს ვიცნობ, ვაჟა-ფშაველას ვიცნობ და ვიცი, რომ მათი შემოქმედება არის ჩვენი იდენტობა და ეს იდენტობა რუსეთმა სულ ქვაში რომ გამოკეტოს, ზუსტად ვიცი, რომ ქვას შევჭამთ და თავს გავითავისუფლებთ და სწორედ ეს პროცესი მიდის ახლა, ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან, გამარჯვებამდე ცოტა დაგვრჩა, გამარჯვებამდე უნდა გავცეთ პასუხი კითხვას, როგორია საქართველო ივანიშვილის გარეშე

ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე არის საქართველო, სადაც ყველა თანასწორია კანონის წინაშე, სადაც გაჭირვებული არ მათხოვრობს, სადაც დამნაშავე დასჯილია და კანონმორჩილი უსაფრთხოდაა, სადაც ძლიერი სუსტს ვერ ჩაგრავს და ჩვენ აუცილებლად შევთანხმდებით ამაზე, იმიტომ, რომ ეს არის ქართული და ეს ვართ ჩვენ ქართველები, თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოს, საქართველო ევროპაა და საქართველო რესპუბლიკა იქნება მას შემდეგ, რაც ივანიშვილს დავამარცხებთ“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.