იტალიაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც სუპერმარკეტში 60 ევროს ღირებულების კბილის პასტები მოიპარა - კვირის პალიტრა

იტალიაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც სუპერმარკეტში 60 ევროს ღირებულების კბილის პასტები მოიპარა

იტა­ლი­ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ქა­ლაქ სკან­ცა­ნო ჯო­ნი­კო­ში სა­ქარ­თვე­ლოს 32 წლის მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს, რო­მე­ლიც ქვეყ­ნი­დან გა­ძე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად იტა­ლი­ა­ში უკა­ნო­ნოდ დაბ­რუნ­და.

მას სუ­პერ­მარ­კეტ­ში ქურ­დო­ბა­ზე წა­ას­წრეს.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია სკან­ცა­ნო ჯო­ნი­კოს პო­ლი­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, პო­ლი­ცი­ა­ში შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა სუ­პერ­მარ­კეტ­ში ქურ­დო­ბის შე­სა­ხებ. გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტში ორი მა­მა­კა­ცი შე­ვი­და, რომ­ლებ­მაც თა­რო­ე­ბი­დან სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტი - ძი­რი­თა­დად კბი­ლის პას­ტე­ბი აი­ღეს და ჩან­თებ­ში და­მა­ლეს.

ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა სა­ლა­რო­ე­ბი თან­ხის გა­დახ­დის გა­რე­შე გა­ი­ა­რა, თუმ­ცა იგი დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელ­მა შე­ა­ჩე­რა. ჩხრე­კი­სას ამო­უ­ღეს მო­პა­რუ­ლი სა­ქო­ნე­ლი, რომ­ლის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 60 ევ­როს შე­ად­გენ­და.

პო­ლი­ცი­ის შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს 32 წლის მო­ქა­ლა­ქეა, რო­მელ­საც წარ­სულ­ში ქურ­დო­ბა­სა და ძარ­ცვა­ზე მრა­ვალ­ჯე­რა­დი ნა­სა­მარ­თლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. ვრცლად