"ბანერის გმობაზე გავიგე, რომ გიჭირთ და ჩერგოსი გეშინიათ" - რას წერს და ვის მიმართავს ანა წითლიძე? - კვირის პალიტრა

"ბანერის გმობაზე გავიგე, რომ გიჭირთ და ჩერგოსი გეშინიათ" - რას წერს და ვის მიმართავს ანა წითლიძე?

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე „ოპოზიციის ალიანსის“ წევრებს, კერძოდ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებს - ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძეს და „ევროპული საქართველოსთვის“ ლიდერს გიგი წერეთელს მიმართავს, რომ ზოგადი განმარტებების ნაცვლად კონკრეტიკას ითხოვს.

კერძოდ, ანა წითლიძე 28 ნოემბრის აქციაზე “ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ „როგორც გაირკვა, „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „თავისუფლების მოედანს“ საერთოდ არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალიანსის სახელით „ნაციონალურ მოძრაობას“ სიტყვით გამოსვლაზე უარი ეთქვა“.

„მათ არც ის იცოდნენ, რომ ამ საკითხის გარჩევა ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ახლა ჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა: თუ ალიანსის ორმა წევრმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ იცოდა, მაშინ ვინ მიიღო ის ალიანსის სახელით?

ამ საკითხზე კომუნიკაცია გვქონდა „ახლების“ წარმომადგენლებთან და გიგი წერეთელთან, რადგან, როგორც გავარკვიეთ, გამომსვლელთა სიას რატომღაც ალიანსი ადგენდა.

არ გვჭირდება „პროსტინა პოსტები“ და ზოგადი განმარტებები.

კონკრეტულად გვიპასუხეთ: თუ ალიანსის მინიმუმ ორმა წევრმა პარტიამ არ იცოდა ამ გადაწყვეტილების შესახებ, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიკროფონთან არ უნდა გაეშვათ?

ვინ გადაწყვიტა ეს ალიანსის სახელით და რა უფლებამოსილებით?

საკითხი მარტივია - პასუხს ველოდებით.

ბანერის გმობაზე გავიგე, რომ გიჭირთ და ჩერგოსი გეშინიათ.

ეგ ჩერგო დაგღუპავთ ბოლოს”, - წერს ანა წითლიძე და მიმართავს ოპოზიციონერ ლიდერებს: ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძეს და გიგი წერეთელს.