ირაკლი ალასანია BBC-სთან: ჩვენი გზა ევროატლანტიკური გაერთიანებისკენ მიდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთთან ბრძოლას ვაპირებთ
- მოდით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ვისაუბროთ, რომელიც როგორც თქვენ ამბობთ, შესაძლებელია და უნდა გაუმჯობესდეს. თუმცა, მანამდე რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობაზე ვილაპარაკოთ, რომელიც ცივ ომს თუ არა გრილს დაემსგავსა
- ამას ცივ ომს ვერ ვუწოდებდი, მაგრამ ჩვენი გადმოსახედიდან, ჩვენი რეგიონისთვის, თუ აშშ და რუსეთი ისაუბრებენ, კონტაქტს დამაყარებენ, უკეთესი იქნება ყველასთვის. სწორედ ამიტომაც მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი გაუმჯობესებულ ურთიერთობებს ამ ორ ზესახელმწიფოს შორის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დაალაგებენ ურთიერთობებს.
- მაგრამ აშშ-ის თვალსაზრისით, კონგრესის აზრით, რუსეთი არღვევს ადამიანის უფლებებს, რასაც მაგნიტსკის საქმეც ადასტურებს. თქვენ ახლა უამრავი ამერიკელი გისმენთ, უთხარით მათ, რატომ იქცევა რუსეთი ასე?
- მე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვარ და ჩემი ქვეყნის 20-% რუსეთს აქვს ოკუპირებული. რა თქმა უნდა, მე ძალიან კარგად ვიცი, რა ხდება რუსეთში, როგორ ვითარდება ქვეყანა, მაგრამ ჩემი აზრით ჩვენ პრაგმატულები უნდა ვიყოთ. ჩვენ, ახალი მთავრობა, რომელიც სქართველოში სამართლიანი არჩევნების გზით მოვიდა, ვფიქრობთ, რომ უფრო პრაგმატული ურთიერთობა უნდა დავამყაროთ რუსეთთან. დიახ, ჩემი სამშობლოს ტერიტორიები ოკუპირებულია, ჩვენ გამალებით ვმუშაობთ, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს და გახდეს ნატო-ს წევრი, მაგრამ ამავდროულად, საქართველოს პრემიერ-მინსიტრი ბიძინა ივანიშვილი ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ რუსეთთან ღირებული ურთიერთობა დაამყაროს. ჩვენ ახლა მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სავაჭრო ურთიერთობის აღდგენაზეც, რადგან გვინდა, რომ ჩვენს ბიზნეს ჰქონდეს განვითარების საშუალება რუსეთში. მას შემდეგ, რაც რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაერთიანდა, ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენი ბიზნესისთვის კარგი იქნება რუსეთში განვითარება. რა თქმა უნდა, ჩვენს შორის ძალიან რთული ურთიერობა არის და რესეთში არღვევენ ადამიანის უფლებებს. ისიც გავიხსენოთ, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლსაც რუსეთი თავს დაესხა, მისი სუვერენული ნაწილი აქვს ოკუპირებული და ეს ძალიან სენსიტიური საკითხია.
- რას ნიშნავს პრაგმატულობა? როგორც ვიცი, თქვენ აფხაზეთთან პერსონალური ტრაგედია გაკავშირფებთ. თუ არ ვცდები, მამათქვენი იქ დაიღუპა.
- დიახ, მამაჩემი აფხაზეთში დაიღუპა, 1993 წელს.
- ნიშნავს თუ არა პრაგმატულობა, უარის თქმას აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე?
- არანაირად. პრაგმატულობა, პირველ რიგში, ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ვიზავებს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დავანახოთ, რომ საქართველოს სურს ხელახლა წარმოაჩინოს საკუთარი თავი მათთან ურთიერთობაში. უნდა გავაგებინოთ, მათ , რომ ევროპულ, დემოკრატიულ საზოგადოებაში ჩვენ ერთად უფრო უკეთესად ვიქნებით, ვიდრე რუსეთის ოკუპაციის ქვეშ,. ამისთვის ჩვენ გვჭირდება სივრცე, დავამყაროთ რუსეთთან უფრო პრაგმატული ურთიერთობა, ნიშნავს ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას და სამხედრო რიტორიკის შემცირებას, რაც წინა ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილი იყო. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ არ მივცემთ რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების არავითარ საბაბს. ეს არის პრაგმატული პოზიცია. ამ ახალ მიდგომას დრო გამოცდის. მაგრამ ვფიქრობ, სხვა ალტერნატივა არ არსებობს. რადგან თუ არ ესაუბრები მათ, ზრდი ესკალაციის საფრთხეს რისეთის ფედერაციის არმიასთან. როგორც თავდაცვის მინისტრს, არ მინდა, რომ რუსეთთან სამხედრო ესკალაციის საშიშროება არსებობდეს. მე მინდა მყავდეს არმია, რომელიც შეძლებს პრობლემის წინასწარ აღკვეთას და არა ის ჯარი, რომელიც პრობლემებს ძალის გამოყენებით გადაწყვეტს. ჩვენ ნათლად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, ამ პრობლემების მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობაზე. გვინდა ეს პრობლემა მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს.
- რა ხდება ახლა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე. დაძაბული ვითარებაა? შეიმჩნევა თუ არა სამხედრო მობილიზაცია ორივე მხრიდან?
- ჩვენ გაგვიმართლა, რომ საზღვრების ჩვენ მხარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დგას. მადლიერები ვართ, რომ ეს მისია გაგრძელდა და იმედია, რომ კიდევ გაგრძელდება. ეს ერთადერთი შემაჩერებელი ფაქტორია, რომელიც ამ მომენტისთვის გაგვაჩნია. ძალიან გვაღელვებს ის ფაქტი, რომ რუსები ევროკავშირის დამკვირვებლებს საზღვრის მეორე მხარეს არ უშვებენ მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის მანდატი გააჩნიათ. ასევე ვიმედოვნებთ, რომ დაძაბულობის შემცირებით, რუსეთსა და საქართველოს შორის რიტორიკის შეცვლით და რუსეთთან ვაჭრობის დაწყებით, ჩვენ შევძლებთ მათთან ურთიერთობის დაწყებას. მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქე რუსეთში ცხოვრობს. ჩემი აზრით, მომავალში უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დალაგების. ისტორიულად, ჩვენ ქვეყნებს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ეს ყოველთვის იყო სიყვარულისა და სიძულვილის ურთიერთობა. ჩვენი ჩრიდლოელი მეზობელი ბირთვული იარაღის მფლობელია და უნდა შევეგუოთ ამას.
- ერთ-ერთი პრობლემა, რაც მათ აღელვდებათ კონფლიქტის დაწყებამდე, ის იყო, რომ საქართველო ნატოს წევრობა უნდოდა. თუმცა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მკაცრად მიუთითა მათ, რომ ეს იყო ერთადერთი, რისი გაკეთებაც მას სურდა.
- რა თქმა უნდა, ეს ჩვენი სურვილიც არის. საქართველოს ახალმა მთავრობამ ორი ბატალიონი გააგზავნა ავღანეთში.
- ნიშნავს თუ არა პრაგმატიზმი, ამ ამბიციებზე უარის თქმას?
- სრულებით არა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი გზა ევროატლანტიკური გაერთიანებისკენ მიდის, ჩვენ გვინდა მისი წევრობა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთთან ბრძოლას ვაპირებთ, რომ არ შეგვიძლია მათთან სამუშაო ურთიერთობების დამყარება არ შეგვიძლია. რუსეთი ბალტიის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებასაც ეწინააღმდეგობოდა, თუმცა მათ მაინც მოახერხეს ნატო-ში გაერთიანება. მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ განვახროციელებთ ჩვენს საგარეო პოლიტიკას და მივაღწევთ დასახულ მიზნებს, თუმცა ამავდროულად, პრაგმატულები ვიქნებით რუსეთთან.
მოამზადა მარი ჯავახიშვილმა
იხილეთ ვიდეო: ირაკლი ალასანია რუსეთთან ურთიერთობაზე რადიოსადგურ BBC-სთან ინტერვიუში