ვინ არიან ბიძინა ივანიშვილის საყვარელი მხატვრები და რა ღირს პრემიერის პირადი კოლექცია? - კვირის პალიტრა

ვინ არიან ბიძინა ივანიშვილის საყვარელი მხატვრები და რა ღირს პრემიერის პირადი კოლექცია?

ამონარიდი ჟურნალ ”რეიტინგიდან”:

ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილს ბორის ივანიშვილად მოიხსენიებდნენ რუსეთში, ის აბრამოვიჩსა და სხვა რუს ოლიგარქებთან ერთად ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კოლექციონერად მიიჩნეოდა.

იმ ხელოვანთა შორის, რომელთაც ივანიშვილი განსაკუთრებულად სწყალობს, უპირველესია პაბლო პიკასო, საყოველთაოდ აღიარებული და პოპულარული მხატვარი. მის სურათში ”დორა მაარი კატით”, 2006 წელს ”სოთბის” აუქციონზე ივანიშვილს 95,2 მლნ დოლარი გადაუხდია.

ივანიშვილის ფავორიტთა შორისაა ასევე ეგონ შილე და დიდი ფროიდის შთამომავალი ლუსიენ ფროიდი. მათი და კიდევ რამდენიმე მხატვრის ნამუშევრები ივანიშვილის თბილისურ რეზიდენციაშიც ინახება და ლონდონშიც, სადაც, როგორც ამბობენ, მისი კოლექციის უდიდესი ნაწილია თავმოყრილი. თავად თბილისური რეზიდენცია კი ცნობილი იაპონელი არქიტექტორის შინ ტაკამაცუს დაპროექტებულია. სახლის დეკორირებაზე კი, გავრცელებული ინფორმაციით, 1 მლრდ დოლარზე მეტია დახარჯული.

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ ”რეიტინგის” ხუთშაბათის ნომერში.