ცეზარ ჩოჩელი - კი ბატონო, რევოლუციის მერე ავყვავდი! - კვირის პალიტრა

ცეზარ ჩოჩელი - კი ბატონო, რევოლუციის მერე ავყვავდი!

კონკრეტული კომპანიის საქმიანობაში ჩარევა, მისი მფარველობა სხვადასხვა ინსტანციებში, ფულის გათეთრება და ქრთამის აღება – ეს ის ბრალდებებია, რომელიც მცხეთა-თიანეთის ყოფილ გუბერნატორსა და ბიზნესმენს - ცეზარ ჩოჩელს ორი კვირის წინ წაუყენეს. "კვირის პალიტრა" პირველი იყო, რომელიც ჩოჩელს მისი ანგარიშების დაყადაღების დღეს შეხვდა და მისგან საკმაოდ საინტერესო დეტალები შეიტყო, როგორიცაა მაგალითად ის, თუ რა ბიზნეს ფლობს მისი ოჯახის თითოეული წევრი და რატომ აქვს ცეზარ ჩოჩელს ნიკო ლეკიშვილის, ზურაბ ნოღაიდელისა და თემურ ჭყონიას თანადგომის იმედი.

- ის ბრალდებები რაც მე წამიყენეს, კერძოდ კონკრეტული კომპანიის მფარველობა, ფულის გათეთერება და ქრთამის აღება - ეს არის ის, რასაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვებრძვი და რისთვისაც 1999 წელს თავიდან ბოლომდე გამინადგურეს ბიზნესი. იმ დროს, 20 000 დოლარს გვთხოვდნენ სახელმწიფოს  მოხელეები, რაზედაც შეგნებულად უარი ვთქვით და მოყვა კიდეც ამას ჩვენი წარმოების დაკეტვა და მთლიანად გაჩანაგება. ის ბიზნესი, რომელიც ჩვენ მაშინ გაგვაჩნდა, იყო ლუდი და არყის წარმოება. არყის წარმოება მთლიანად დავხურეთ და გავყიდეთ მეათედ ფასში, ისიც იმიტომ, რომ რაღაც ფინანსები  დაგვრჩენოდა და ლუდის წარმოება გადაგვერჩინა. ახლა რომ მედავებიან, ვითომ ძვირადღირებული კორტები გავაკეთებინე ჩემს სახლში საჩუქრად, საქართველოში ვერ ვერავინ იპოვის თუნდაც ერთ ადამიანს, ვისგანაც რაიმე სახის საჩუქარი მექნება აღებული, ნახატს ანდა ხატს არ ვგულისხმობ. დიახ, ჩემმა მეგობარმა ჩემი სახლის ეზოში მართლაც მომიწყო კორტები. ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ აქ არის განსხვავება იმაში, თუ რა ფორმით მოხდა ეს. როდესაც ჩემი სახლის მშენებლობა მიდიოდა, მოვიდა და მითხრა, რომ მინდა საჩუქარით სახით ეზოში რაღაც არსებობდესო. მე ვუთხარი, კი ბატონო, მაგრამ მაშინ ის თანხა რაც დაჯდება, გადავიხდი-მეთქი. კორტებში შედიოდა საღებავი და პატარა ღობე, რომლითაც არის შემოფარგლული მოედანი. ის თანხა რაც დაჯდა, სრულად იქნა ანაზღაურებული, და ალბათ უფრო მეტი მაქვს გადახდილი.

- გადახდის დამადასტურებელი ქვითრები თუ არსებობს, როგორც ვიცი საგამოძიებო ნაწილში 70 ათასი დოლარზე იყო საუბარი?

- ეს იმ პიროვნებას უნდა ჰქონდეს, ვისაც გადავუხადე. ფული გადაეცა ჩემი მშენებარე სახლის ეზოში, რომელსაც ესწრებოდა უამრავი ადამიანი. გარდა ამისა, ამ სახლის მშენებლობის დროს მოხდა კიდევ რამდენიმე ფაქტი, რომელსაც რატომღაც არავინ ახსენებს. იყო შემთხვევა, როდესაც კრამიტი, რაც სახლს სჭირდებოდა, გამომიგზავნა მეგობარმა და ერთკვირიანი დავის შემდეგ, რომ ვერ შევთანხმდით, მანქანაზე დავუტვირთე და უკან გავუგზავნე. ასევე იყო შემთხვევა, როდესაც 30 კვ.მ მარმარილოს ქვა გამომიგზავნეს და ანალოგიურად გადავუხადე ფული.

- რატომ, მეგობრებს არ ენდობოდით?

- ნდობა არაფერ შუაშია. უბრალოდ, როდესაც ჩემზე ნაკლები შეძლების ადამიანები მე მიკეთებენ ესეთ საჩუქარს და ეს თანხა მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემთვის, მე არ შემიძლია ჩემს თავს მივცე ამაზე დათანხმების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები ჩემზე განაწყენებულან კიდეც. იგივე კრამიტთან დაკავშირებით რომ გიამბეთ, ის ადამიანი საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა და ნატახტრიდან ხშირად დავხმარებივართ. მაგრამ მე ვერ ავიღებდი მისგან საჩუქარს, რომ ოდესღაც დავხმარებივარ მის ორგანიზაციას, რაც მე დავხმარებივარ ადამიანებს, მე რომ საჩუქარს ვიღებდე, მე უნდა ვიყო გახრწნილი ადამიანი. მე კიდევ ამ მორალისთვის არ გადამიხვევია. ხვალ და ზეგ ამაზე პასუხი იქნება გასაცემი, ყველა იმ ბრალდებაზე, რაც მე წამიყენეს.

- ბატონო ცეზარ, ანგელოზობის გამო, როგორც წესი, ქონებას არავის უყადაღებენ ...

- რა თქმა უნდა, ანგელოზობას არ ვიჩემებ და შეცდომები მეც დამიშვია. მაგრამ, ამ შეცდომებს არავითარი კავშირი არ აქვს იმასთან, რაზეც მედავებიან. სანამ გუბერნატორი გავხდებოდი, ჩვენ გვქონდა კომპანია "ნატახტარი", რომელიც ჩემს გუბერნატორობამდე ანუ 2007 წლის დასაწყისში 2008 წლის ბოლომდე გავასხვისეთ. გასხვისდა მსოფლიოში ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაზე "ანადოლი ჯგუფზე" საკმაოდ სოლიდურ თანხად და მოწილეებმა - მე, ჩემმა ძმამ იაგო ჩოჩელმა და დევი ოვაშვილმა, ავიღეთ აქედან თანხა დაახლოებით 60 მილიონის დოლარის ფარგლებში. მაშასადამე, მე როდესაც გავხდი გუბერნატორი, ჩვენ უკვე ვიყავით ფინანსურად საკმაოდ ძლიერი ჯგუფი. გუბერნატორად გახდომის შემდეგ, ჩემმა ძმამ იაგო ჩოჩელმა დაიწყო "ბარამბოს" მშენებლობა, სადაც მას გააჩნია დაახლოებით 70% წილი.

- ხშირად ახსენებთ ჩვენ, ეს რას ნიშნავს?

- ჩვენ ვართ ხუთი დედმამიშვილი და ყველას შესაბამისად რაღაც გააჩნია, ზოგს "ბარამბოში", ზოგს "მიქსორში", ზოგს "ინტერპლასტში", ჩვენი ჯგუფი ინვესტირებას აკეთებდა მხოლოდ წარმოების მიმართულებაში. სხვაგან - ვაჭრობას და ა.შ. არ შევხებივართ. მაგ პერიოდშივე შეიქმნა საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი სამშენებლო კომპანია "მიქსორი". ამ დროსვე ანუ  2007-2008 წლებში შეიქმნა ე.წ. "გიბსოკარდონის" მწარმოებელი ქარხანა, რომელიც გავასხვისეთ გერმანულ კომპანია "კნაუფზე". ახლა გეკითხებით მე თქვენ - ქვეყნის ეკონომიკა რითი ფასდება, თუ იმით არა, რომ ქვეყანაში შემოდის ყველაზე დიდი ბრენდები?  სულ რაღაც 3-4 მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდია საქართველოში შემოსული წარმოების კუთხით და აქედან ორი ჩვენ შემოვიყვანეთ. შემდეგ ჩამოვაყალიბეთ კომპანია "ინტერპლასტი" - სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო. მთლიანობაში ის ფული, რომელიც თავის დროზე ჩვენ შემოგვივიდა "ნატახტრის" რეალიზაციით, ჩადებულ იქნა ქართულ ეკონომიკაში და პლიუს დამატებულ იქნა ერთი იმდენი კრედიტი. თუ 2008 წელს, ჩვენს ჯგუფს  "ქეშის" სახით გააჩნდა 60 მილიონი დოლარი, დღეს გაგვაჩნია რამდენიმე ქარხანა და 40-50 მილიონი ვალი კრედიტის სახით. მაჩვენეთ საქართველოში ანალოგიური წა,რმოებები, თუნდაც  დონით და ხარისხით, როგორიც არის "ბარამბო", "ზედაზენი", "მიქსორი" და აშ.

-- ასეა თუ ისე, ამბობენ, რომ ჩოჩელი სწორედ რევოლუციის შემდეგ აყვავდა და მილიონერი გახდა. 1991 წლიდან დაწყებული 2004 წლამდე თქვენი ბიზნესი მიდის დუნედ, შემდეგ კი უცებ მოდის მილიონები? ეს სქემა აგვიხსენით თუ შეიძლება?

- კი ბატონო, რევოლიციის მერე ავყვავდი, იმიტომ რომ საქართველოს ეკონომიკა აყვავდა და ელემენტარული საინვესტიციო გარემო შეიქმნა. თორემ რევოლუციამდე ჩოჩელი იყო იგივე პიროვნება და ჰქონდა იმ მასშტაბების ბიზნესი, რის საშუალებასაც იძლეოდა მაშინდელი ქართული ეკონომიკა. მე ჩემი ბიზნესი დავიწყე 1991 წელს 12 000 მანეთით, ოთხ კედელში. ლუდს ვხარშავდი საარყე ქვაბებში და მე თვითონ, საკუთარი ხელით ვასხამდი ბოთლებში. მაშინ, როდესაც საქართველოში იყო უნიკალური ქარხნები და იძარცვებოდა, მე ტრიალ მინდორზე, მდინარის პირას, ახალ წარმოებას ვუყრიდი საფუძველს. შეიძლება ეს საწარმო ნებისმიერ დროს წაეღო მდინარეს, მაგრამ ერთი წუთითაც არ გავჩერებულვარ. წარმოებაში ნამყოფები არიან ნიკო ლეკიშვილი, ზურაბ ნოღაიდელი, თემურ ჭყონია. ის ადამიანები, რომლებიც, იმედი მაქვს, დაადასტურებენ, თუ სად  და რა შრომის ფასად მქონდა შექმნილი საწარმო. ეს ყველაფერი ხდებოდა ნაბიჯ-ნაბიჯ. 1999 წელს კი, 20 ათასი დოლარი რომ მომთხოვეს, ძალიან დიდი ფული იყო. 2002 წლისთვის შევარდნაძის დროს, გვეჭირა საქართველოს ლუდის ბიზნესის 20%. 2006 წელს გვეჭირა 40% შიდა ბიზნესის, მე არ ვიცი, ვინ ვის კრიშავს, მაგრამ არასოდეს არავისთან შევსულვარ გარიგებაში.

თამუნა როსტიაშვილი (სპეციალურად საიტისთვის) Normal 0 false false false RU X-NONE X-NONE MicrosoftInternetExplorer4

ცეზარ ჩოჩელი - ki batono, revoliciis mere avyvavdi!

me ar vici, vin vis kriSavs, მაგრამ arasodes aravisTan Sevsulvar garigebaSi.

konkretuli kompaniis saqmianobaSi Careva, misi mfarveloba sxvadasxva instanciebSi, fulis gaTeTereba da qrTamis aReba – es is braldebebia, romelic mcxeTa-TianeTis yofil gubernatorsa da biznesmens - cezar CoCels ori kviris win wauyenes. "kviris palitra" pirveli iyo, romelic CoCels misi angariSebis dayadaRebis dRes Sexvda da misgan sakmaod saintereso detalebi Seityo, როგორიცაა magaliTad ის, თუ rogor დამეგობრდნენ ის და ვანო მერაბიშვილი, ra biznes flobs misi ojaxis TiToeuli wevri და ratom aqvs niko lekiSvilis, zurab noRaidelis da Temur Wyonias Tanadgomis imedi.

- is braldebebi rac me wamiyenes, kerZod konkretuli kompaniis mfarveloba, fulis gaTeTereba da qrTamis aReba - es aris is, rasac mTeli Cemi Segnebuli cxovreba vebrZvi da risTvisac 1999 wels GTavidan bolomde gaminadgures biznesi. im dros, 20 000 dolars gvTxovdnen saxelmwifos moxeleebi, razedac Segnebulad uari vTqviT da moyva kidec amas Cveni warmoebis daketva da mTlianad gaCanageba. is biznesi, romelic Cven maSin gagvaCnda, iyo ludi da aryis warmoeba. aryis warmoeba mTlianad davxureT da gavyideT meaTed fasSi, isic imitom, rom raRac finansebi dagvrCenoda da ludis warmoeba gadagverCina. axla rom medavebian, viTom ZviradRirebuli kortebi gavakeTebine Cems saxlSi saCuqrad, saqarTveloSi ver veravin ipovis თუნდაც erT adamians, visganac raime saxis saCuqari meqneba aRebuli, aq ar vgulisxmob naxats anda xats. diax, Cemma megobarma Cemi saxlis ezoSi marTlac momiwyo kortebi. es namdvilad asea, magram aq aris gansxvaveba imaSi, Tu ra formiT moxda es. rodesac Cemi saxlis mSenebloba midioda, movida da miTxra, rom minda saCuqariT saxiT ezoSi raRac arsebobdeso. me vuTxari, ki batono, magram maSin is Tanxa rac dajdeba, gadavixdi-meTqi. kortebSi Sedioda saRebavi da patara Robe, rომლითაც აris Semofargluli moedani. is Tanxa rac dajda, srulad iqna anazRaurebuli, da albaT ufro meti maqvs gadaxdili.

- gadaxdis damadasturebeli qviTrebi Tu arsebobs, rogorc vici sagamoZiebo nawilSi 70 aTasi dolarze iyo saubari?

- es im pirovnebas unda hqondes, visac gadavuxade. fuli adaeca Cemi mSenebare saxlis ezoSi, romelsac eswreboda uamravi adamiani. garda amisa, am saxlis mSeneblobis dros მოხდა kidev ramdenime faqti, რომელსაც რატომღაც არავინ ახსენებს. iyo SemTxveva, rodesac kramiti, rac saxls sWirdeboda, gamomigzavna megobara da erTkviriani davis Semdeg, rom ver SevTanxmdiT, manqanaze davutvirTe da ukan gavugzavne. ასევე iyo SemTxveva, rodesac 30 kv.m marmarilo qva gamomigzavns da analogiurad გადავუხადე fuli.

- ratom, megobrebs ar endobodiT?

- ndoba arafer SuaSia. ubralod, rodesac Cemze naklebi SeZlebis adamianebi me mikeTeben eseT saCuqars და es Tanxa maTvis ufro mniSvnelovania, vidre CemTvis, me ar SemiZlia Cems Tav mivce ამაზე დათანხმების ufleba, მიუხედავად იმისა, rom xSir SemTxvevaSi es adamianebi ჩემზე განაწყენებულან კიდეც. igive kramitTan dakavSirebiT rom გიამბეთ, is adamiani საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა da nataxtridan xSirad დავხმარებივართ. magram me ver aviRebdi misgan saCuqars, rom odesRac davxmarebivar mis organizacias, rac me davxmarebivar adamianebs, me rom saCuqars viRebde, me unda viyo gaxrwnili adamiani. me kidev am moralisTvis ar gadamixvevia. xval da zeg amaze pasuxi iqneba gasacemi, yvela im braldebaze, rac me wamiyenes.

- batoni cezar, ანგელოზობის გამო, როგორც წესი, ქონებას არავის უყადაღებენ

- ra Tqma unda, ანგელოზობას არ ვიჩემებ da Secdomebi mec damiSvia. magram, am Secdomebs araviTari kavSiri ar aqvs imasTan, raზეc medavebian. sanam gubernatori gavxdebodi, Cven gvqonda kompania "nataxtari", romelic Cems gubernatorobamde anu 2007 wlis dasawyisSi 2008 wlis bolomde gavasxviseT. gasxvisda msoflioSi erT-erT msxvil kompaniaze "anadoli jgufze" sakmaod solidur Tanxad da mowileebma - me, Cemma Zmam iago CoCelma da devi ovaSvilma, aviReT aqedan Tanxa daaxloebiT 60 milionis dolari farglebSi. maSasadame, me rodesac gavxdi gubernatori, Cven უკვე viyaviT finansurad sakmaod Zlieri jgufi. gubernatorad gaxdomis Semdeg, Cemma Zmam iago CoCelma daiwyo "barambos" mSenebloba, sadac mas gaaCnia daaxloebiT 70% wili.

- xSirad axsenebT Cven, es ras niSnavs?

- Cven varT xuTi dedmamiSvili da yvelas Sesabamisad raRac gaaCnia, zogs "baramboSi", zogs "miqsorSi", zogs "interplastSi", Cveni jgufi investirebas akeTebda mxolod warmoebis mimarTulebaSi. sxvagan - vaWrobas da a.S. ar SevxebivarT. mag periodSive Seiqmna saqarTveloSi erT-erTi msxvili samSeneblo kompania "miqsori". am drosve anu 2007-2008 wlebSi Seiqmna ე.წ. ”gibskarდოnis mwarmoebeli qarxana, romelic gavasxviseT germanul kompania "knaufze". axla gekiTxebiT me Tqven - qveynis ekonomika riTi fasdeba, თუ იმით არა, ro qveyanaSi Semodis yvelaze didi brendebi? sul raRac 3-4 მსოფლიო მნიშვნელობის brendia saqarTveloSi Semosuli warmoebis kuTxiT da aqedan ori Cven SemoviyvaneT. Semdeg CamovayalibeT kompania "interplasti" - samSeneblo masalebis mwarmoebeli sawarmo. mTlianobaSi is fuli, romelic Tavis droze Cven Semogvivida "nataxtris" realizaciiT, Cadebul iqna qarTul ekonomikaSi da plius damatebul iqna erTi imdeni krediti. Tu 2008 wels, Cvens jgufs "qeSis" saxiT gaaCnda 60 milioni dolari, dRes gagvaCnia ramdenime qarxana da 40-50 milioni vali kreditis saxiT. maCveneT saqarTveloSi analogiuri wa,rmoebebi, Tundac doniT da xarisxiT, rogoric aris "barambo", "zedazeni", "miqsori" da aS.

-- asea Tu ise, ამბობენ, რომ CoCeli სწორედ revoluciis Semdeg ayvavda da milioneri gaxda. 1991 wlidan dawyebuli 2004 wlamde თქვენი ბიზნესი midis duned, Semdeg კი uceb modis milionebi? es sqema aგვixseniT Tu SeiZleba?

- ki batono, revoliciis mere avyvavdi, imitom rom saqarTvelos ekonomika ayvavda da elementaruli sainvesticio garemo Seiqmna. Torem revolucamde CoCeli iyo იგივე piroვნებa da hqonda im masStabebis biznesi, რის საშუალებასაც იძლეოდა მაშინდელი ქართული ეკონომიკა. me Cemi biznesi daviwye 1991 wels 12 000 maneTiT, ოთხ კედელში. luds vxarSavdi saarye qvabebSi da me TviTon, sakuTari xeliT vasxamdi boTlebSi. maSin, rodesac saqarTveloSi iyo unikaluri qarxnebi da iZarcveboda, მე trial mindorze, mdinaris piras, axal warmoebas vuyridi safuZvels. SeiZleba es sawarmo nebismier dros waeRo mdinares, magram erTi wuTiTac ar gavCerebulvar. warmoebaSi namyofebi arian niko lekiSvili, zurab noRaideli, Temur Wyonia. is adamianebi, romlebic, imedi maqvs, daadastureben, Tu sad და რა შრომის ფასად mqonda Seqnili საწარმო. es yvelaferi xdeboda nabij-nabij. 1999 wels ki, 20 aTasi dolari rom momTxoves, Zalian didi fuli iyo. 2002 wlisTvis SevardnaZis dros, gveWira saqarvelos ludis biznesis 20%. 2006 wels gveWira 40% Sida biznesis, me ar vici, vin vis kriSavs, მაგრამ arasodes aravisTan Sevsulvar garigebaSi.