ბედუკაძე იმ პატიმრის აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელიც მას გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე აცხადებს, რომ ყოფილი პატიმარი ვახტანგ ოქროპირიძე, რომელიც მას გაუპატიურებაში ადანაშაულებს, "ნაციონალური მოძრაობისგან" იმართება.
როგორც ბედუკაძე აცხადებს, კონკრეტული ინფორმაცია აქვს, რომ ოქროპირიძისა და უშუალოდ "ნაციონალური მოძრაობის" მიზანი მისი დისკრედიტაცია.
ამასთან, ბედუკაძის ადვოკატებმა წარმოადგინეს აუდიოჩანაწერი. როგორც ადვოკატი ლალი აფციაური აცხადებს, ამ აუდიოჩანაწერში ოქროპირიძე და პატიმარი ბუზალაძე საუბრობენ, რომელსაც ოქროპირიძე ასევე ადანაშაულებს გაუპატიურებაში.
"ამ საუბარში ჩანს, როგორ ტკბილად ესაუბრება ოქროპირიძე ბუზალაძეს და ამ დროს მას გაუპატიურებაში სდებს ბრალს. ეს აუდიომასალა თავად ბუზალაძემ მოგვაწოდა. თუნდაც აქედან ჩანს, რომ ოქროპირიძის ბრალდებები არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, ის ცრუობს პოპულარიზაციის მიზნით. აუდიოჩანაწერში ამბობს კიდეც, რომ ბედუკაძის სახელი პოპულარიზაციის მიზნით უნდა", - განაცხადა ლალი აფციაურმა.
"ინტერპრესნიუსი"
იხილეთ ვიდეო palitratv.ge-ზე: ბედუკაძე იმ პატიმრის აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელიც მას გაუპატიურებაში ადანაშაულებს