იმედგაცრუებული ვარდანი - ხანდახან დიდ პოლიტიკაში ასეც ხდება - კვირის პალიტრა

იმედგაცრუებული ვარდანი - ხანდახან დიდ პოლიტიკაში ასეც ხდება

სომხურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის პრეზიდენტობის აწ უკვე ექს-კანდიდატი, მითოლოგი ვარდან სედრაკიანი, რომელმაც საზოგადოებას თავი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თემებზე გაკეთებული სკანდალური განცხადებებით დაამახსოვრა, არჩევნების წინასწარი შედეგების გაცნობის შემდეგ (რომლის მიხედვითაც არჩევნებში ამჟამინდელმა პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა გაიმარჯვა ხმათა დაახლოებით 70 პროცენტით) ცუდად გახდა და ამჟამად მკურნალობს. ერთ-ერთი სომხური გაზეთი არჩევნებთან დაკავშირებით მის მოკლე კომენტარსაც ავრცელებს: "რას იზამ, დიდ პოლიტიკაში ასეც ხდება, ამისგან ტრაგედიის შექმნა არ არის საჭირო" - აცხადებს სედრაკიანი.

შეგახსენებთ, არჩევნებამდე სედრაკიანი ირწმუნებოდა, რომ ხმათა 81 პროცენტით გაიმარჯვებდა, რეალურად კი მან ხმათა 1 პროცენტიც კი ვერ დააგროვა.