ანეკდოტები
- გაიგე, ივანიშვილს ოფშორში ჰქონია ფული.
- მე ჭორვილაში მეგონა... ეგ, ალბათ, დედულეთია.
სომეხი დედა-შვილი ზღვაზე:
- ვაიმე დედა, ზვიგენიიი!..
- ნუ გეშინია, შვილო, მამაშენია, ზურგზე ცურავს...
ქალი მოდის ბაზრიდან... ჩანთებიო... პარკებიო... ხორცი, მწვანილი, ყველი, ჩანთიდან ამოფშეკილი ქათმის ფეხები, ცოცხი... მოკლედ, რა აღარ მოაქვს... შებანცალდა სადარბაზოში და შარვალჩახდილი მანიაკი გადმოუხტა...
- ტიტუუუუ... კვერცხის ყიდვა დამავიწყდა!..
- მიტო, იყავი მიხოს გასვენებაში?
- არა, რა იყო რო?
- რაღა რა იყო, ჯო, იგეთი ხაშლამა გააკეთეს, მიხოს სული მე-60 დღეა, დედამიწიდან არ მიდის!..
ოთხი სვანი აჩერებს ტაქსის.
- გლდანში რამდენად წაგვიყვან?
- 10 ლარად.
ადგილამდე რომ მივიდნენ, მძღოლს 40 ლარი მისცეს.