"მიშას ფავორიტი ქალების ხანა დასრულდა"
ამონარიდი ჟურნალ "რეიტინგიდან":
ლელიკო ჯაფარიძე (ოპერის მომღერალი, პედაგოგი):
- როცა საქართველოში ჩამოვედი, მიხეილ სააკაშვილი პირადად შემხვდა და მითხრა, ბატონო ლელიკო, ახლა თქვენნაირი ხალხი გვჭირდებაო. გამიხარ
და, იქნებ ეშველა ქვეყანას-მეთქი, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ კონსერვატორიაში მივედი, მუშაობის დაწყება მინდოდა და წინ საბუთი დამიდეს, 40 წელზე ზემოთ ადამიანები არ გვჭირდებაო... რატომ, კაცო, ავადმყოფი ვიყავი თუ რა? მაშინ, როდესაც ვიღაცებს აჭყივლებენ, მე უარი მითხრეს. მაინც არ მოვმკვდარვარ მშიერი, უამრავი მოსწავლე მყავდა და დღემდე მყავს...
- ისეთი ცნობილი ადამიანები თუ მოსულან თქვენთან, ვინც გასული წლების განმავლობაში წარმატებულ მომღერლად მიიჩნეოდნენ და კლასიკურ მუსიკაში თავის წარმოჩენის ამბიციაც ჰქონდათ...
- ბევრი მოვიდა, მაგრამ ვიღაც მართლა მჭყივანები არ მოსულან. სოფო ნიჟარაძე, რომელიც ამ წლების განმავლობაში თავზე გვაჯდა, რა თქმა უნდა, არ მოსულა. ვითომ რაღაც სპექტაკლი დადგეს, მსოფლიო უნდა გავაოცოთო, "ქეთო და კოტე", რომელიც სინამდვილეში "ქუთუ და ..." გამოვიდა, დიდ ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვებისთვის, მაგრამ ასეა. ვინმემ ხომ უნდა თქვას სიმართლე. ნიჟარაძის გოგო კი, რომელსაც ოპერის მომღერლობაზე აქვს პრეტენზია, ჩემთვის იგივეა, რაც სკამი, რომელიც ჩემ გვერდზე დევს. და თუ ვინმეს ეთქმის სიტყვა ხელოვნების ამ
დარგზე, ეს მე ვარ. ნიჟარაძემ იმ წლებში დრო იხელთა და მაღალი დონის შემსრულებლების გვერდით დადგომა გაბედა, ეს ჩვენი ქვეყნის სირცხვილი იყო, რადგან ქართული სიმღერა და ცეკვა მსოფლიოში განთქმულია. მაგრამ რას ვიზამთ, იმ უნიჭოს თავზე ისეთი პატრონი ადგა, რომელსაც მუსიკალური სმენა კი არა, ყურში ნახვრეტიც არ აქვს. უბრალოდ, ქალი მოსწონდა და იმიტომაც აიყვანეს ცამდე, თორემ ახლა ვიღას ახსოვს სოფო ნიჟარაძე, ვინმეს უნახავს და იცის რას აკეთებს?..
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "რეიტინგის" ორშაბათის ნომერში.