იმღერებს თუ არა ანრი ჯოხაძე კრემლის დარბაზში?
ამონარიდი ჟურნალ "რეიტინგიდან":
- ანრი, "ევროვიზიაზე" რა შანსები გვაქვს? დიდი კრიტიკა გამოიარე ამ კონკურსზე გამოსვლის შემდგომ.
- მე რა კრიტიკაც გამოვიარე, ამაზე აუცილებლად ვიტყვი, - ახლა გამოკითხვა რომ ჩაატაროთ, ვინ გახსოვთ "ევროვიზიაზე" გასული ქართველებიდანო, აუცილებლად დაგისახელებენ ანრი ჯოხაძეს და სიმღერასაც წაგიღიღინებენ. მთავარია, თავი დაამახსოვრო...
- და როგორ, არ აქვს მნიშვნელობა?
- ცუდად არ დამიმახსოვრებია თავი. ნიფხავი არ ჩამიხდია (იღიმის). წლევანდელი სიმღერა მოვისმინე, სტანდარტული ფორმატია, ბალადის ჟანრში, წელს ასეთი ბევრი სიმღერაა. თქვენთან ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ მომღერლების ზურგზე გადაივლის ყველაფერი, თუკი ბოლომდე დაიხარჯებიან, ეს ისეთი სიმღერაა, როგორიც ფინალში აუცილებლად ხვდება, თავად უნდა ივარგონ სცენაზე. არ იცით, იქ რა შრომა ელოდებათ, შეიძლება, ნერვული სისტემა მოეშალოს ადამიანს. მე საერთოდ არ მომშლია ნერვები და იქით ვამშვიდებდი მთელ "საზოგადოებრივ მაუწყებელს", რასაც ნათია უზნაძეც დაადასტურებს (იღიმის).
- იურმალაში რომ დავბრუნდით, ამაზე რას ფიქრობ?
- არ შემიძლია ეს იურმალა... ობიექტურ მიზეზებს დაგისახელებთ, რატომ არ არის ეს კონკურსი ჩემთვის ავტორიტეტული, მიუხედავად იმისა, რომ ბრწყინვალე მასშტაბი აქვს. წლების შემდეგ, როცა მე გავიარე რაღაც ეტაპები, შემიძლია, ასპროცენტიანი დამაჯერებლობით გიპასუხებთ ამ შეკითხვაზე. იქ, სადაც მე არ დამიშვეს და დაუშვეს ისეთი მომღერალი საქართველოდან, რომელიც მე-16 ადგილზე ძლივს მოხვდა, რომელ ობიექტურობაზე მელაპარაკებიან?!.
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "რეიტინგის" ორშაბათის ნომერში