ანეკდოტები
"ნაციონალი" პარლამენტარები:
- კიდევ დაადო ვეტო კანონს პრეზიდენტმა. უნდა დავაძლევინოთ უმრავლესობას.
- აბა რა, ერთი-ორი ვეტო მინდა კიდევ და იმ რემონტსაც დავამთავრებ.
ერთი დაქალი მეორეს:
- რამდენი მორწმუნე დადის ქალაქში, გავგიჟდი...
- შენ რა იცი?
- საჭესთან რომ ვზივარ, წინ ვინც მხვდება, ყველა პირჯვარს იწერს.
- ექიმო, პრობლემა მაქვს!
- ეწევი?
- არა.
- სვამ?
- არა.
- ცოლს ღალატობ?
- არა.
- აბა, რა პრობლემა გაქვთ?
- სულ ვიტყუები.
ჭიჭიკია ზის ოთახში. შემოდის სიდედრი ცოცხით. ჭიჭიკია ეუბნება:
- ქალბატონო ცისანა, უნდა დაგავოთ თუ სადმე მიფრინავთ?
ზაფხულის არდადეგების შემდეგ მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს:
- აბა, ვინ წაიკითხა "ვეფხისტყაოსანი" ამ ზაფხულს? ბექნუ, წაიკითხე?
- უნდა წაგვეკითხა?
- დიახ!
- მე გადავწერე, მასწ...