”ძალიან კომფორტულია ბატონ ბიძინასთან მუშაობა” (ექსკლუზივი)
რატომ "აბეზღებს" განათლების მინისტრი დავით უსუფაშვილსა და ირაკლი ალასანიას?
”მთავრობიდან თუ ვინმესთან ვმეგობრობ, უპირველესად თეასთან, ძალიან მიყვარს”
”ექვსი თვე გავიდა, ამ ხნის განმავლობაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ბიძინას შეხედულებები, აზრები და საერთოდაც ის, როგორც ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის”
კოალიცია ”ქართულმა ოცნებამ” დააანონსა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის საზოგადოებას 13 მაისს წარუდგენს, მანამდე კი შაბათ-კვირას კოალიციის შიდა წრეებში ამ საკითხზე კონსულტაცია გაიმართება. მოგეხსენებათ, საზოგადოებაში ამ საკითხისადმი დიდი ინტერესია. ვესაუბრებით ვიცე პრემიერსა და განთლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი მარგველაშვილს, რომელიც ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად განიხილება. მინისტრის პოსტზე ყოფნისას მარგველაშვილი განსაკუთრებული ლოიალურობით გამოირჩეოდა, რითაც პრემიერის კეთილგანწყობა დაიმსახურა.
- ბატონო გიორგი, სარწმუნი წყაროსგან ვიცით, რომ სწორედ თქვენ იქნებით "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი, თქვენ რას გვეტყვით?
- როგორც მე ვიცი, საპრეზიდენტო კანდიდატის საკითხზე ბიძინა ივანიშვილი ელაპარაკა დავით უსუფაშვილსა და ირაკლი ალასანიას. აი, მე ვაბეზღებ ამ ადამიანებს და გეუბნებით, რომ მათ ზუსტად იციან კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა, შეგიძლიათ ჰკითხოთ. ამის თაობაზე მათთვის მე ნამდვილად არაფერი მიკითხავს, ხოლო იმ შეხვედრებზე, რომელსაც მე ვესწრებოდი, ეს საკითხი არ განგვიხილავს. როგორც ვიცი, შაბათ-კვირას განიხილება ეს კანდიდატი კოალიიციის შიგნით.
- თუ მართლაც გადაწყვეტს ბატონი ბიძინა, რომ თქვენ უნდა იყოთ საპრეზიდენტო კანდიდატი და კოალიციაც გაიზიარებს მის აზრს, თქვენ დათანხმდებით ამ შეთავაზებას?
- იცით რაშია საქმე, ყველა საქმე არის საამაყო თუ მას პირნათლად ასრულებ, იქნები მასწავლებელი, განათლების მინისტრი, პრეზიდენტი, ფერმერი თუ სხვა… ყოველ შემთხვევაში ნებისმიერი ასეთი საკითხის განხილვა ხდება რაღაც კონკრეტულ კონტექსტში, გააჩნია, სწორედ რა კონტექსტზე იქნება ლაპარაკი. ბატონი ბიძინას სიტყვას და შეხედულებას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მნიშვნელოვანია ის, თუ რას მიიჩნევს ქვეყნისთვის საჭიროდ.
- ანუ თუ თქვენს კანდიდატობას საჭიროდ მიიჩნევს, დათანხმდებით ისევე, როგორც თავის დროზე მინისტრობაზე დათანხმდით, ცნობილია, რომ უარს ამბობდით იმჟამად ამ შეთავაზებაზე.
- მე რომ მინისტრობა არ მინდოდა ამის მიზეზი ისიც იყო, რომ მაშინ ბიძინასთან მუშაობის ნაკლები გამოცდილება მქონდა. მას მერე ექვსი თვე გავიდა, ამ ხნის განმავლობაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ბიძინას შეხედულებები, აზრები და საერთოდაც ის, როგორც ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის, რადგან მე ის ვნახე არა მარტო ბრძოლაში, არამედ მუშაობაშიც. ზოგადად ისე ხდება ხოლმე, რომ ვინც კარგად იბრძვის, ის ცუდად მუშაობს და პირიქით, ეს კაცი ორივე შემთხვევაში ძალიან ეფექტურია.
- ანუ დათანხმდებით?
- თუ შემომთავაზებენ პრეზიდენტობის კანდიდატობას, რა კონტექსტშიც იქნება ამაზე ლაპარაკი, იქიდან ავწონ-დავწონი და გადაწყვეტილებას ისე მივიღებ. ასე აბსტრაქტულად თქმა იმისა, რომ თუ შემომთავაზებენ, ეს კარგი იქნება ან ცუდი-მეთქი, ძალიან მიჭირს.
- კარგა ხანია დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ თქვენ შეიძლება იყოთ კანდიდატი, როგორ ფიქრობთ ამის მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილი ლამის ყოველ გამოსვლაში განსაკუთრებულად უსვამს ხაზს თქვენს კარგ მუშაობას და სიმპათიას თქვენი მისამართით არ მალავს, თუ ამის სხვა საფუძველიც არსებობს?
- წარმოდგენა არ მაქვს. ძალიან დიდი ხანია არ მყოლია უფროსი, სადღაც 15 წელიწადი იქნება. ამხელა პერიოდის შემდეგ ბატონი ბიძინა იყო პირველი და სხვათა შორის თავიდან ვფიქრობდი, როგორ ვიმუშავებდი სხვისი ხელმძღვანელობის ქვეშ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიან კომფორტულია ბიძინასთან მუშაობა.
- თქვენს გარდა არაოფიციალურად კიდევ არაერთი კანდიატურა დასახელდა, თავად თქვენ თუ გყავთ თქვენი ფავორიტი?
- ყველაფერი გამომდინარეობს კონკრეტული ვითარებიდან, პრეზიდენტობაც ხომ საქმიანობის ფორმაა. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ თუ რა პოლიტიკური მიზნები დგას ქვეყნის წინაშე. ისე აღმოჩნდა, რომ ეს ჩემი საქმიანობის ექვსი თვე იყო ძალიან დაძაბული. უამრავი საკითხი იყო გადასაწყვეტი, რომელიც მოითხოვდა ჩემგან არა მხოლოდ მენეჯერულ, არამედ პოლიტიკურ მუშაობასაც.
- დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა თქვენს განცხადებას შრომის კოდექსის ცვლილებათა საკანონმდებლო პაკეტზე, რომელსაც "როზა ლუქსემბურგის ოცნება" უწოდეთ…
- ეს იყო შეხვედრა სტუდენტებთან, რომელსაც ჟურნალისტები არ ესწრებოდნენ, ლაპარაკი ეხებოდა პირველი მაისის სტუდენტების აქციას. ჩემ თავს გამოუცდელობის გამო მივეცი უფლება შრომის კოდექსი შინაარსობრივად კი არა, არამედ უფრო ლაღად განმეხილა. რეალურად ამ საკითხებზე მიდის ბევრად უფრო დეტალური საპარლამენტო მუშაობა. როცა ვნახე, რომ ჩემი ნათქვამი ჩაიწერა და გასაჯაროვდა, ძალიან ვინანე, რადგან აღმოჩნდა, რომ გარკვეულწილად არასურველი ინფორმაცია გავავრცელე. ეს შეეხო იუსტიციის სამინისტროსაც, კობა დავითაშვილიც გაღიზიანდა. მერე ცოტა კომიკური გახდა სიტუცია, გამოვიდა პროფკავშირების თავმჯდომარე და თქვა, ვის უბედავს და როზა ლუქსემბურგს ადარებსო?.. არადა, როზა ლუქსებურგი არის სათაყანებელი ადამიანი ნებისმერი პროფკავშირისთვის. ჩემზე რომ თქვან, რომ იაკობ გოგებაშვილის ოცნება აახდინაო, და მე ამაზე გავბრაზდე. აი, ხომ გახსოვთ ერთი ქართული ფილმიდან ფრაზა: ვინ არის შენი სიმპატიურიო? - ბავშვი რომ ბრაზდება, აი, ისე მოუვიდათ მაგათ. მოკლედ, ჩემი პოლიტიკური გამოუცდელობით ვერ ვიფიქრე, რომ ჩემს ლაპარაკს ჩაწერდნენ.
- საინტერესოა თეა წულუკიანს თუ ელაპარაკეთ ამ საკითხზე, მან ტელევიიზიით გიპასუხათ, რომ არ აპირებს შრომის კოდექსის არსებით შეცვლას…
- არა, არ გვისაუბრია ამ თემაზე. თეა არის ჩემი დიდი ახლობელი. მთავრობიდან თუ ვინმესთან ვმეგობრობ, უპირველესად თეასთან, ძალიან მიყვარს. არანაირი გაუგებრობა ჩვენს შორის არ არის. ისე, მიდის ამაზე ძალიან აქტიური მუშაობა, ანუ კოდექსში შესატანი ცვლილებების შინარსობლივი განხილვა. თავიდანვე მიმაჩნდა და დღესაც ვფიქრობ, რომ გუნდის შიგნით უნდა ვწყვეტდეთ პრობლემებს და გარეთ ერთიანი პოზიცია გვქონდეს. მე ჩემი გამოუცდელობით ჩამწერეს და ისე გამოვიდა, რომ თითქოს რაღაც საჯაროდ გავაპროტესტე. ასე ნამდვილად არ არის, უბრალოდ, იმ სტუდენტებთან, რომელთაც ადრე ლექციებს ვუკითხავდი, სიტყვა გამექცა.
ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)
Normal 0 false false false RU X-NONE X-NONE
- batono giorgi, sarwmuni wyarosgan viciT, rom swored Tqven iqnebiT "qarTuli ocnebis" saprezidento kandidati, Tqven ras gvetyviT?
- rogorc me vici, saprezidento kandidაtის საკითხze biZina ivaniSvili elaparaka daviT usufaSvilsa da irakli alasanias. ai, me vabezReb am adაmianebs da geubnebiT, rom maT zustad ician koaliciis saprezidento kandidatis vinaoba, SegiZliaT hkiTxoT. amis Taobaze maTTvis me namdvilad araferi mikiTxavs, xolo im Sexvedrebze, romelsac me veswrebodi, ეს საკითხი არ განგვიხილავს. rogorc vici, SabaT-kviras ganixileba es kandidati koaliiciis SigniT.