ანეკდოტები
- 17 მაისს გეების მსვლელობა ტარდება და ძალიან მეშინია, სიტუაცია კონტროლიდან არ გამოვიდეს და არ ცემონ.
- ნუ გეშინია 19 აპრილს ნაციონალები არ უცემია არავის და ამათ ვინ ცემს?!
- ამას წინათ დავბრუნდი შინ მივლინებიდან, შევედი საძინებელში, გავაღე კარადის კარი და სვანი არ დგას შიშველი?
- მერე, რა ქენი?
- რა უნდა მექნა, ვეუბნები: რამდენჯერ გითხარი, ცოლს ერთი წელია გავცილდი, არ ცხოვრობს ჩემთან, დამანებე თავი-მეთქი, მაგრამ არ ესმის.
გამოცდილი ქირურგი დამწყებს:
- ყმაწვილო, ნუ აჭერთ ასე ძლიერად სკალპელს, თორემ შეიძლება საოპერაციო მაგიდა გააფუჭოთ!
- ვუყვარვარ - არ ვუყვარვარ. ვუყვარვარ - არ ვუყვარვარ.
- ექიმო, დაანებეთ თავი ჩემს კბილებს!
გურული ვაჭრობს ჯიხურში, მოდის უცხო კლიენტი და ეკითხება:
- სიგარეტი გაქვთ ღერებით?
- რავა არა, სიგარეტი ღერებით და ,,მაროჟნი"” გვაქ კიდო ტლაკვით... - უპასუხა გურულმა.