ნოვოდვორსკაია: სოჭის ოლიმპიადაზე ბარემ რუსეთის სახელით გამოდით! - კვირის პალიტრა

ნოვოდვორსკაია: სოჭის ოლიმპიადაზე ბარემ რუსეთის სახელით გამოდით!

რუსი ოპოზიციონერი და დისიდენტი იმ ქართველ სპორტსმენებს მიმართავს, რომელთაც მონაწილეობა უნდა მიიღონ სოჭის ოლიმპიადაში.

"საქართველოს ჩვენ ეტალონად მივიჩნევდით: ამ ქვეყანამ მოახერხა და სულ მოკლე დროში გაატარა გადამწყვეტი რეფორმები, რომლებიც ძალზე შედეგიანი აღმოჩნდა, და აი, გადამწყვეტ მომენტში საქართველომ წყალში ჩაყარა ყველაფერი და ....დანებდა. ეს ძალზე დასანანია. დასანანია დემოკრატებისთვის, თორემ იმპერიალისტებს კრემლში ძალიანაც უხარიათ, როდესაც ხედავენ როგორ მოფორთხავს მათკენ ივანიშვილის ხელში ჩავარდნილი საქართველო და ჩექმებს უწმენდს. ჯერ კიდევ ცეზარი ამბობდა, რომ მას უყვარს ღალატი, მაგრამ სძულს მოღალატეები. ძველ რომშიც კი, ღალატს არავის უფასებდნენ, მაშინაც კი თუ ამ ღალატს სარგებლობა მოჰქონდა. მძიმე სანახავია, თუ როგორ ცხადდება მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, რომ ქართველი დაუბრუნდება თავის საბჭოურ სტატუსს – ნაბადიანი კაცისას, რომელიც პლიაჟზე მწვადს წვავს და ლეკურს ცეკვავს იქაურების სასეიროდ. ვერ გამიგია, როგორ თანხმდებით თქვენი ნებით მოირგოთ ეს დამამცირებელი როლი. თუნდაც სპორტის საკითხი ავიღოთ – ერთი შეხედვით, აქ ორი აზრიც კი არ არსებობდა – რუსეთი ოკუპანტია, მიტაცებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედი და ამ პირობებში აპირებთ ოლიმპიადაზე წასვლას და მასში მონაწილეობის მიღებას? შწორი იყო სააკაშვილი, როდესაც ბოიკოტისკენ მოგიწოდებდათ, და ლაპარაკი იყო არა მარტო საქართველოზე, არამედ მისი მთავრობა სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებდა ამისკენ. ახლა კი ივანიშვილი არა მარტო მონაწილეობის მიღებას აპირებს, არამედ მზადაა, რუსეთს პატარა საცირკო გამოსვლაც კი მოუწყოს. მაინტერესებს, როგორი იქნება ქართველი სპორტსმენების გადაწყვეტილება – ნუთუ ისინი წავლიან და დაიწყებენ ხტუნვა-სირბილს მტრის გულის გასახარად? აქ მოგება მედალებით არ შეფასდება - აქ შეიძლება მოიგო მრავალჭიდი, მაგრამ წააგო საქართველოს დამოუკიდებლობა. მივმართავ ქართველ სპორტსმენებს – გამყიდველი, მლიქვნელი და ლაქია ივანიშვილი თქვენს და თქვენი კომიტეტების მაგივრად წყვეტს, რა და როგორ გააკეთობს. თქვენ გაქვთ არჩევანი – ივანიშვილი და მისი ჩინოვნიკები თავად ვერ მიიღებენ მონაწილეობას შეჯიბრებებში. იქ წასვლა, სირცხვილის ჭამა და მოღალატედ გახდომა თქვენ მოგიწევთ. ნუ მიიღებთ მონაწილეობას ამ ოლიმპიადაში. სჯობს საერთოდ სპორტიდან წახვიდე, ვიდრე მოღალატე გახდე. და თუ მაინც ვინმეს უნდა საკუთარი სპორტული მიღწევებით გაგვაოცოს, მაშინ უფრო გონივრული იქნება, რუსეთის შემადგენლობაში გამოხვიდეთ. მართლა, ბარემ რუსეთის სახელით გამოდით, იმიტომ რომ საქართველო არ შეიძლება იყოს ამ ოლიმპიადაზე" – აცხადებს ვალერია ნოვოდვორსკაია.