ჩეხეთის პრეზიდენტი - ლოთი კი არა, ავად ვარ!
ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა ჩეხეთის პრეზიდენტმა მილო ზემანმა მას შემდეგ, რაც მისი ერთ-ერთი გამოსვლა მთელი მსოფლიოსათვის სალაპარაკო საგნად იქცა - ზემანი ბარბაცებდა, კედელს ეყრდნობოდა, თავს აკანტურებდა და თვალებს კარკლავდა - ერთი სიტყვით, აშკარად უგონოდ მთვრალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. აღსანიშნავია, რომ ”მსგავს სტილში” გამოსვლა ზემანისთვის უცხო ხილი არ არის - იგი რამდენიმე თვის წინ ანალოგიურ სიტუაციაში გამოიჭირეს. თუმცა, ოდიოზური პრეზიდენტი ჯიუტად უარყოფს ბრალდებებს, რომ იგი მთვრალი იყო და ყველაფერს იშვიათ, საიდუმლოებით მოცულ ვირუსს მიაწერს.
იხილეთ ვიდეო: ჩეხეთის პრეზიდენტი შეხვედრებზე უგონოდ მთვრალი დადის