ტურინის სუდარა ჭეშმარიტად ქრისტეს სამოსია
ქრისტიანული სიწმინდე, ტურინის სუდარა შუა საუკუნეების ნაყალბევი არ არის და ნამდვილად ის არის, რითაც იესო ქრისტე დაკრძალეს. ახალი კვლევა ამ საკითხზე იტალიელმა მეცნიერებმა მოაწყვეს.
ექსპერიმენტის შედეგად იტალიის ენერგეტიკის, ტექნოლოგიებისა და მოწყობილობათა ნაციონალური სააგენტოს თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ "ქსოვილი, რომელზეც ადამიანის სხეულის ანაბეჭდები და სისხლის ლაქებია შემორჩენილი, არ შეიძლება განეკუთვნებოდეს შუა საუკუნეებს და ამასთან, ისინი ბუნებრივი წარმოშობისაა".
კვლევის დასკვნით ნაწილში მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს ანაბეჭდები "მაღალი ელექტრომაგნიტური ენერგიის ამოტყორცნის შედეგად გაჩნდა". ამდენად, მათი კვლევა საფუძვლიანი დადასტურებაა იმისა, რისიც მილიონობით მორწმუნეს სწამდა, რომ ისინი სუდარაზე ქრისტეს აღდგომისას გამოისახა.
ტურინის ლეგენდარული სუდარა დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა კონსტანტინოპოლის ერთ-ერთ მონასტერში. ჯვაროსნების მიერ ბიზანტიის დედაქალაქის აღების შემდეგ სუდარა საფრანგეთში ჩამოიტანეს, მოგვიანებით კი იტალიაში მოხვდა.
ქრისტიანული სიწმინდე ამჟამად ტურინში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში ინახება.
გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ სუდარაში გაახვია იოსებ არიმათიელმა მაცხოვრის სხეული ჯვარცმიდან გარდამოხსნის შემდეგ. მასზე ადამიანის სხეულის ანაბეჭდი და სისხლის ლაქები დღემდეა შემორჩენილი.
მომზადებულია The Telegraph-ის მასალების მიხედვით
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”